სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლების მინისტრის მოადგილე განმარტავს, როგორ ანაზღაურდება გაცდენილი გაკვეთილები
12-03-2020
-
+


განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის თქმით, სკოლები თავად გადაწყვეტენ, თუ როგორ აანაზღაურებენ კორონავირუსის გამო შეჩერებულ სასწავლო პროცესს.

„ეროვნული სასწავლო ცენტრის ექსპერტები ამ ეტაპისთვის მუშაობენ რეკომენდაციებზე, რომლის ფარგლებშიც თითოეული სკოლა თავისი მოსწავლის რაოდენობით, შესაძლებლობების ფარგლებში შეძლებს ეროვნული სასწავლო გეგმების ისე მოდიფიცირებს, რომ სასწავლო წლის დასრულებამდე თითოეულ მოსწავლესთან მიმართებაში განსაზღვროს პროგრამა.

შესაძლებელია გამოყენებული იყოს შაბათი დღე, შესაძლებელია დაემატოს გაკვეთილები. ამ მიმართულებით ჩვენ სკოლას მივცემთ თავისუფალ, მოქნილ გრაფიკს“, - ამის შესახებ ტელეკომპანია "იმედს" ეკატერინე დგებუაძემ განუცხადა.

საქართველოს მთავრობის განცხადებით, ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, საგარეო, ეკონომიკის, განათლების, ფინანსთა, რეგიონული განვითარებისა თუ სხვა სამინისტროები გადავიდა მუშაობის 24-საათიან საგანგებო რეჟიმზე.

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედ უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა.

როგორც სამინისტრომ სასწავლო პროცესის გადადების შემდგომ განაცხადა, მუშაობს ინსტრუქციებზე, რომლებიც სკოლებს, მოქნილ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით, მისცემს საშუალებას დაგეგმონ სასწავლო პროცესი იმგვარად, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები სრულად იყოს მიღწეული. 


იხილეთ ასევე:
არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა

განათლების სამინისტრო სკოლებს გაუგზავნის ინსტრუქციებს, რომ სწავლა დადგენილ ვადებში დასრულდეს - როგორ იმუშავებენ მასწავლებლები არდადეგებზე?

კორონავირუსის გამო საქართველოში სპორტული ღონისძიებების ჩატარება შეჩერდა

სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებშიც პირველ აპრილამდე გადაიდო


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება