სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პროგრამა, სადაც მასწავლებლებს შეეძლებათ შექმნან ჯგუფი, დაარეგისტრონ მოსწავლეები და გამართონ ონლაინ გაკვეთილები
13-03-2020
-
+


განათლების სამინისტრო მზად არის ელექტრონულ სწავლებაზე გადასასვლელად, ორშაბათიდან მზად იქნება პლატფორმა, სადაც მასწავლებლებს ონლაინ გაკვეთილების ჩატარება შეეძლებათ - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ ტელეკომპანია „იმედთან“ განაცხადა.

„ელექტრონულ სწავლებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს აქვს მზად პლატფორმა - ეს არის „თიმს“ პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დღეს საქართველოში მოქმედ ყველა მასწავლებელს აქვს შესაძლებლობა შექმნას ჯგუფი, დარეგისტრიროს ამ ჯგუფში თავისი კლასის მოსწავლეები და გამართოს რეჟიმში გამართოს გაკვეთილი. ამისთვის ორშაბათიდან უკვე სისტემა იქნება გამართული.

აქვე აღვნიშნავ, რომ ეს არ იქნება ერთადერთი შესაძლებლობა და სწავლების ფორმა. ამ მიმართულებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სისტემურად განათლების სამინისტრო მზად არის გადავიდეს ონლაინ სწავლებაზე, თუმცა ეს არ იქნება განათლების მიღების ერთადერთი ფორმა“, - განაცხადა დგებუაძემ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება