სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პროდუქტები, რომლებიც ბაღებში ბავშვთა კვებისთვის უნდა გამოყენებულიყო, მშობლებს დაურიგდებათ 
15-03-2020
-
+


„თბილისის მერიამ, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ გადავწყვიტეთ, ბაღებში სასწავლო პროცესის აღდგენამდე ის არამალფულჭებადი პროდუქტები, რომლებიც მიმდინარე არდადეგების პერიოდში უნდა გამოყენებულიყო ბავშვთა კვებისთვის ბაღებში, გავატანოთ ბავშვების მშობლებს სახლში“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საბავშვო ბაღს ჩვენს ქალაქში აკისრია, როგორც აღმზრდელობითი, ასევე გარკვეული სოციალური ფუნქციაც. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი ოჯახისთვის, ბევრი მშობლისთვის ბაღში ბავშვის ტარება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ განათლების თვალსაზრისით, არამედ ბავშვისთვის კვების სრულფასოვანი რაციონის მისაღებადაც. სასწავლო პროცესის შეჩერებამ ასეთ ოჯახებსა და ბავშვებს შესაძლოა, სხვა ტიპის პრობლემები შეუქმნას და მშობლებისთვის დამატებით ტვირთად იქცეს, მით უმეტეს, ამ სიტუაციაში, როდესაც შეიძლება, ბევრ მშობელს საკუთარი ყოველდღიური შემოსავლისა და სამუშაოს შესრულების თვალსაზრისითაც გარკვეული შეფერხებები აქვს“​, – განაცხადა კალაძემ

მისი თქმით, დაფასოებული პროდუქტების პაკეტი მშობლებზე 14 დღეში ერთხელ გაიცემა.

„პროდუქტები დაფასოვდება და გადაეცემა აღსაზრდელების მშობლებს. პროცესი განხორციელდება მოხალისეთა ჩართულობით, როგორც ეს მოხდება უფასო სასადილოებთან მიმართებაში. დაფასოებული პროდუქტების პაკეტის გაცემა მოხდება 14 დღეში ერთხელ. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც სრულად იქნება დაცული ჰიგიენის და უსაფრთხოების წესები და შექმნილ ვითარებაში, როდესაც ვირუსთან ბრძოლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის იმუნიტეტს, შეძლებისდაგვარად, არც ერთ ბავშვს, არ დავტოვებთ თავისი კუთვნილი საკვები რაციონის გარეშე და მშობლები შეძლებენ ბავშვების კუთვნილი არამალფუჭებადი საკვების სახლში წაღებას 14 დღეში ერთხელ, ორი კვირის მარაგის, რათა ჰქონდეთ საშუალება ამ პროდუქტით თავად მოუმზადონ სადილი პატარებს. ბავშვები ჩვენი მომავალია და მათზე ზრუნვა ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულება“, – განაცხადა თბილისის მერმა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება