სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
02-03-2020
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სავანეთის საჯარო სკოლაში  ჩატარდა ღონისძიება თემაზე:  „რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია“.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო ისტორიის პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი.

სასწავლო პროცესის დაწყებისას სკოლის ადმინისტრაციამ დროშა დაუშვა და 1921 წლის 25 თებერვალს დაღუპული გმირებისადმი თანაგრძნობა გამოხატეს.

ღონისძიებაში, რომელიც ემოციური იყო, მერვე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა შთამბეჭდავად ასახეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია სცენარებითა და ლექსებით.

„პირველი მსოფლიო ომისა და რუსეთში მომხდარი რევოლუციის შედეგად 1918 წელს საქართველომ აღიდგინა დამოუკიდებლობა.

დემოკრატიული რესპუბლიკის მშენებლობის პროცესში საქართველო დიდ წინააღმდეგობებს წააწყდა. ქვეყანას უტევდნენ თურქები, შემდეგ სომხებსაც გაუჩნდათ ტერიტორიული პრეტენზიები.

დემოკრატიულ რესპუბლიკას ევროპის ძლიერი ქვეყნებისგან აღიარება და დაცვა სჭირდებოდა.  პირველი ქვეყანა, ვინც საქართველოს დაცვა იკისრა გერმანია იყო, შემდეგ ინგლისი, მანდატის ფუნქცია კი იტალიამ იკისრა. რუსეთი არ ცნობდა საქართველოს დამოუკიდებლად, მხოლოდ 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით სცნო. რუსეთის ხელისუფლებამ აზერბაიჯანი და სომხეთი გაასაბჭოვა და საქართველოს ჯერიც დადგა. მეთერთმეტე წითელ არმიას წინააღმდეგობას უწევდნენ ქართველი გენერლები: გიორგი მაზნიაშვილი, გიორგი კვინიტაძე, მოწყალების დად ჩაეწერა  მარო მაყაშვილი, რომელიც ფრონტზე დაიღუპა.

ექვთიმე თაყაიშვილმა განძი გადაარჩინა.

ივანე ჯავახიშვილი კი სტუდენტებს სწავლის მაგიერ ბრძოლისკენ მოუწოდებდა.1921 წლს 25 თებერვალს  მოხდა რუსეთის ჯარების მიერ საქართველოს ოკუპაცია. 1921 წლის  17 მარტს  დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დატოვა საქართველო და ემიგრაციაში წავიდა.

ეს ყოველივე მერვე კლასის  მოსწავლეებმა შთამბეჭდავად ასახეს. ღონისძიებამ იმდენად საინტერესოდ ჩაიარა, რომ დამსწრე საზოგადოებას  რამდენიმე წუთი გაუჭირდა ამ ეპოქიდან გამოსვლა“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.     


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება