| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ტოლერანტულ ღირებულებებზე ზრდიან და შემწყნარებლობას, მიმღებლობას, ურთიერთპატივისცემასა და მშვიდობიან თანაცხოვრებას ასწავლიან.
16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელსაც საინტერესო აქტივობით გამოეხმაურნენ სკოლაში.
პედაგოგ ლალი მურადაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა აქტივობა - „ცისარტყელა გვაერთიანებს“.
მოეწყო ვიდეორგოლების ჩვენება, მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად იმსჯელეს თუ რას ნიშნავს ტოლერანტობა, რა მოეთხოვება და რა შეუძლია თითოეულ ჩვენგანს მშვიდობიანი, მეგობრული გარემოს შესაქმნელად.
ბავშვებმა ასევე შეავსეს სახალისო ტესტები, ბოლოს კი შექმნეს პოსტერი, სადაც მათი მთავარი ღირებულებები - მოსმენა, კეთილგანწყობა, ჩართულობა, მიღება, დიალოგი და პატივისცემა - გააერთიანეს.
„ვისწავლოთ ბავშვებთან ერთად, რომ სიკეთე, პატივისცემა და მიმღებლობა ის მთავარი სუპერძალებია, რომლებიც ჩვენს საზოგადოებას აძლიერებს და უფრო ლამაზს ხდის.
კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ განსხვავებულობა გვამდიდრებს და გვაერთიანებს - ზუსტად ისე, როგორც ცისარტყელას სხვადასხვა ფერი ქმნის ერთ ლამაზ მთლიანობას“,- აღნიშნავს აქტივობის ხელმძღვანელი.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა - მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას