სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ღადოლარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლებს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს
20-11-2026
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლაში აქტიურად აღნიშნავენ მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს. 

27 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს საქართველოში მასწავლებლის ეროვნულ დღეს ვზეიმობთ. წელს ეს მნიშვნელოვანი თარიღი უკვე მეოთხედ აღინიშნა და მასწავლებლის პროფესიის, მისი განსაკუთრებული მისიისა და საზოგადოებაში პედაგოგის როლის დაფასებას მიეძღვნა.

ღადოლარის საჯარო სკოლაში ამ ღირსშესანიშნავ დღეს ლამაზი ღონისძიებით გამოეხმაურნენ. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ, აღნიშნეს მასწავლებლის როლი საზოგადოებაში და ხოტბა შეასხეს მათ შრომასა და ამაგას. 

ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა პედაგოგებს მიმართეს და პროფესიული დღესასწაული თბილი სიტყვებითა და ლამაზი სურვილებით მიულოცეს. 

ღონისძიებას ორგანიზება გაუწია ქართული ენის მასწავლებელმა, ლიანნა მარტიროსიანმა. სკოლაში დაესწრნენ მოსწავლეთა მშობლებიც

ღონისძიებას ესწრებოდნენ მოსწავლეთა მშობლებიც. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა - მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და არ ითვალისწინებს შეფასებას

პირობითი აკრედიტაციის ვადა მცირდება - ცვლილება უმაღლეს განათლების შესახებ კანონში

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ

ამ დღის პატივსაცემად, სკოლის მასწავლებლებმა კიდევ ერთხელ ააჟღერეს პოეტის უკვდავი სტრიქონები

საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება