სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის №23 სკოლის პირველკლასელებმა „ანბანის ხე“ შექმნეს
20-11-2026
-
+


ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის №23 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, მათი ნიჭისა და უნარების განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

სულ ახალახან, დაწყებითი კლასების პედაგოგმა, ნანა გოგიტაურმა მოსწავლეებთან ერთად საინტერესო და შრომატევადი შემოქმედებითი აქტივობა განახორციელა.

პატარებმა ერთობლივი ძალისხმევით შექმნეს „ანბანის ხე“, რომელიც ქართული ენის ფესვების, ისტორიისა და სამშობლოს ხმის სიმბოლოდ იქცა.

თითოეულმა მოსწავლემ საკუთარი ასო-ბგერა გააფერადა, დაამუშავა ფოთლები, პეპლები, ყვავილები და ხის რტოები. ბავშვების მონდომებითა და შემოქმედებითი ჩართულობით შეიქმნა საერთო ნამუშევარი, რომელმაც მათ დიდი სიხარული და სიამაყე მოუტანა.

აქტივობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და ემოციური პროცესის წინაპირობად, რომელიც მოსწავლეებს უახლოეს დღეებში ელოდებათ - „ანბანის კარის გახსნას“ და ქართული ასო-ბგერების სამყაროში საზეიმო შესვლას.

პედაგოგის ჩანაფიქრით, ეს აქტივობა მხოლოდ შემოქმედებითი ნამუშევრის შექმნას არ ემსახურება. მისი მიზანია, ბავშვებმა ჯერ კიდევ ანბანის შესწავლის დაწყებამდე შეიგრძნონ ქართული ენის განსაკუთრებული მნიშვნელობა, საკუთარი ფესვების პატივისცემა, საერთო საქმის სიყვარული, შრომის, თანამშრომლობისა და თანადგომის ფასი.

პედაგოგ ნანა გოგიტაურს სჯერა, რომ მსგავსი შემოქმედებითი და შემეცნებითი აქტივობები ხელს უწყობს არა მხოლოდ მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების განვითარებას, არამედ კეთილ, პასუხისმგებლიან და ეროვნული ღირებულებების პატივისმცემელ პიროვნებებად ჩამოყალიბებას.

„ანბანის კარი მხოლოდ ასოების სამყაროში არ იღება - ის ქართული სიტყვის, ისტორიისა და სამშობლოს სიყვარულისკენ იღება!“,- აღნიშნავს პედაგოგი ნანა გოგიტაური.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ

22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა - მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

2026 წლის მასწავლებელთა გამოცდაზაზე გამოყენებული ყველა ტესტი

პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და არ ითვალისწინებს შეფასებას

პირობითი აკრედიტაციის ვადა მცირდება - ცვლილება უმაღლეს განათლების შესახებ კანონში

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

თითოეულმა მოსწავლემ საკუთარი ასო-ბგერა გააფერადა, დაამუშავა ფოთლები, პეპლები, ყვავილები და ხის რტოები

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაკვეთილები ყოველთვის მიმდინარეობს სწავლის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისად

ედაგოგ ლალი მურადაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა აქტივობა - „ცისარტყელა გვაერთიანებს“
 
 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ

ამ დღის პატივსაცემად, სკოლის მასწავლებლებმა კიდევ ერთხელ ააჟღერეს პოეტის უკვდავი სტრიქონები

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება