სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხონის N2 საჯარო სკოლაში „კულინარიული დუელი“ გაიმართა
26-02-2020
-
+


აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს კერძების მომზადებაში შეეჯიბრნენ.

„კულინარიული დუელი“ ეკოკლუბის ინიციატივით, მასწავლებელმა, ია კინწურაშვილმა, მე-9 კლასის მოსწავლეებთან ჩაატარა.

შეჯიბრება პროექტ - „ჯანსაღი საკვების“ ფარგლებში თემაზე - „დიზაინი კულინარიაში“ გაიმართა.

კლასი გაიყო ორ ჯგუფად: „მასტერი“ და „რატატუი“. ჯგუფებს, კონკურსის პირობის თანახმად, უნდა წარმოედგინათ 2 სახის სალათა, ერთი ცომეული ნაწარმი და საფირმო კერძი.

„კულინარულ დუელს“ აფასებდა ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: სკოლის დირექტორი, ნუნუ მანაგაძე-ანდრიაძე, ბიოლოგიის მასწავლებელი, დალი მარდალეიშვილი და მოწვეული კომპეტენტური პირი, ბუფეტის თანამშრომელი, ლიკა მეშველიანი.

ჟიური ჯგუფებს შემდეგი კრიტერიუმებით აფასებდა: დიზაინი, ჯანსაღი პროდუქტების გამოყენება, გემოვნება, ჰიგიენა და ნარჩენი პროდუქტების მოწესრიგება.

მოსწავლეებმა დაამზადეს ხილის ტორტი, კრეატიული პიცა (შოკოლადის კრემით, თხილითა და გახეხილი შოკოლადით), აჭარული ხაჭაპური, სალათი „თაგუნებით“, ლიმონის წვენი, კრუასანები, ბოსტნეულის სალათი.

მონაწილეებს ბარათებით წარმოდგენილი ჰქონდათ როგორც მენიუ, ასევე თითოეული მომზადებული კულინარული ნაწარმის შემადგენლობა.

პროექტის ფარგლებში კულინარული დუელის ერთ-ერთმა მონაწილემ, თამარ წულაიამ, თემის შესაბამისი ნახატები წარმოადგინა.

ღონისძიება გურამ ლიპარტელიანს და საბა ფირცხალავას მიყავდა, რომლებიც დამსწრე საზოგადოებას კულინარიასთან დაკავშირებულ საინტერესო და სახალისო ინფორმაციებს აცნობდნენ.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო პოეტ ესენინის მიერ ქართველი გლეხების მირ წარმოთქმული სადღეგრძელოს შეფასება: „ამათ უნდა ერქვათ გლეხები და ჩვენ პოეტები?"

კონკურსს მასწავლებლები, მშობლები და სხვა კლასის მოსწავლეები დაესწრნენ. მონაწილე გუნდები ჟიურიმ თანაბარი ქულებით - 10:10 შეაფასა.

ბოლოს ახალბედა კულინარების შემოქმედება ყველამ ერთად სიამოვნებით დააგემოვნა.  

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება