| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის N1 საჯარო სკოლაში არსებულმა სამოქალაქო კლუბმა „ქიაჩი“ კიდევ ერთი ღონისძიება მოაწყო.
ამჯერად, მე-11 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია „მიყვარხარ, დამოუკიდებელო საქართველოვ!“, რომელის მიეძღვნა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას 1921 წლის 25 თებერვალს.
„მოსწავლეებმა ისაუბრეს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე, ბოლშევიზმის გავრცელებაზე, იუნკერთა გმირობაზე. ლექსები, მოგონებები, ნაწყვეტები სხვადასხვა ნაწარმოებიდან, ფოტო და ვიდეო კადრები გულში ჩამწვდომი მუსიკის ფონზე, შესანიშნავ საღამოდ იქცა.
მადლობა კლუბ „ქიაჩს“, მის ლიდერს, თეკლე შონიას, მონაწილე მოსწავლეებსა და კლუბის ხელმძღვანელს, ქალბატონ ციალა სამუშიას“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა