| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ფინალის საპრიზო ადგილოსნების შედეგებთან ერთად უამრავ ადამიანს თითოეული კითხვის სტატისტიკაც აინტერესებს.
ამიტომ გთავაზობთ ''ეტალონის'' ფინალზე დასმული კითხვების სტატისტიკას: რამდენი სწორი პასუხი დაფიქსირდა, რამდენი არასწორი, რამდენმა მოსწავლემ შეიკავა პასუხისგან თავი. ასევე თითოეული ვერსია რამდენმა აირჩია და რამდენი იყო პასუხის დაფიქსირების საშუალო დრო.
როგორც სტატისტიკიდან ჩანს მე-10 და მე-19 კითხვაზე მონაწილეთა უმრავლესობამ სწორი პასუხი გასცა, ერთ-ერთი ყველაზე რთული კი მე-14 კითხვა აღმოჩნდა. მე-10 კითხვა ეხებოდა სახვით ხელოვნებაში ბატალურ ჟანრს, რომელზეც სწორად 81-მა მონაწილემ უპასუხა. მე-19 კითხვა კი ეხებოდა სისხლის მიმოქცევის დიდ და მცირე წრეს, რომელზეც 80-მა მონაწილემ უპასუხა სწორად.
ერთ-ერთი ყველაზე რთული კითხვა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აღმოჩნდა მე-14. კითხვა მცენარეების სუნთქვას ეხებოდა. სავარაუდოდ, მონაწილეები კითხვამ დააბნია და მცენარეთა სუნთქვა ფოტოსინთეზის პროცესთან გააიგივეს.
მოსწავლეებმა ყველაზე სწრაფად მე-19 კითხვას უპასუხეს - 2.62 წმ-ში, ხოლო ყველაზე დიდი დრო - 8.13 წმ. მე-16 კითხვის პასუხის მოსაფიქრებლად დასჭირდათ.
არც ერთმა მონაწილემ არ შეიკავა თავი შემდეგ კითხვებზე: მე-7, მე-10, მე-13 და მე-19, ხოლო ყველაზე მეტმა 16-მა მოსწავლემ პასუხის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა მე-16 კითხვაზე.

შეგახსენებთ, რომ ''ეტალონის'' საზეიმო ფინალი ქალაქ ბათუმში, ბულვარში მდებარე საზაფხულო თეატრში გაიმართა.
გრანდიოზულ ღონისძიება-კონკურსში 83 ''ეტალონი მოსწავლე'' მონაწილეობდა.
''ეტალონის'' გრანდიოზული ფინალი ბათუმის მერიისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
გთავაზობთ ''ეტალონის'' საზეიმო ფინალის მონაწილეთა შედეგებს
როგორ იცვლებოდა მონაწილეთა ქულები და დინამიკა „ეტალონის“ ფინალური შეჯიბრის დროს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა