სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მომავალი წლიდან პირველკურსელებისთვის აღარ იქნება ვაუჩერული და საგრანტო დაფინანსება - გივი მიქანაძე უმაღლესების დაფინანსების ახალ მოდელზე საუბრობს
04-12-2025
-
+


განათლების მინისტრმა უნივერისტეტების დაფინანსების ახალ მოდელზე ისაუბრა, რომელიც მომავალი წლიდან ამოქმედდება. როგორც გივი მიქანაძემ სატელევიზიო ეთერში საუბრისას აღნიშნა, საგრანტო კომპონენტი პირველკურსელებთან შემდეგი წლიდან აღარ იმოქმედებს.

„ახლადმიღებული სტუდენტებისთვის აღარ იქნება ვაუჩერული და საგრანტო დაფინანსება, როგორც საჯარო, ასევე კერძოებისთვისაც... მოცემულობა არის ის, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები წარადგენენ თავის საჭიროებებს და ჩვენ ამ საჭიროებების მიხედვით გამოვყოფთ ფინანსურ ასიგნებებს, რაც დაკავშირებული იქნება როგორც სახელფასო საკითხებთან, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფასთან.... ახალა შემდეგი 3-4 წელი გვაქვს გარდამავალი პერიოდი... ნაწილი ამ პერიოდის გასვლის შემდგომ ამოქმედდება, რაღაც კომპონენტები შემდეგი სასწავლო წლიდან შევა ძალაში.

საგრანტო კომპონენტი პირველკურსელებთან შემდეგი წლიდან აღარ იმოქმედებს. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს მხრიდან იქნება დაკვეთა, ეს იქნება პირველ რიგში სახელმწიფო უნივერსიტეტებზე, მათთან მიმართებაში იქნება თანხები უნივერსიტეტებისთვის გადახდილი. ან თუ რაღაც კონკრეტულ მიმართულებებზე დამატებითი საჭიროება წარმოიშობა, კერძოებთან მიმართებაშიც. ეს იქნება გამართული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს პირველ რიგში სახელმწიფო უნივერსიტეტებზე ორიენტირებას, რადგან რეფორმა ძირითადად, სახელმწიფო უნივერსიტეტებს ეხება.“ - განაცხადა გივი. 

აღსანიშნავია, რომ იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც მეორე, მესამე ან მეოთხე კურსზე არიან და სწავლობენ სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტში, დაფინანსების კუთხით არაფერი შეიცვლება და ყველა სტუდენტი დაასრულებს უნივერსიტეტს იგივე დაფინანსების მოდელით, რომლითაც უკვე სარგებლობს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება