TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თივის საჯარო სკოლაში პროექტი - „სამკურნალო მცენარეები“ განხორციელდა
20-02-2020
-
+


ყვარლის მუნიციპალიტეტის თივის საჯარო სკოლის მე-7 კლასში პროექტი - „სამკურნალო მცენარეები“ განხორციელდა.

პროექტს ბიოლოგიის მასწავლებელი ხელმძღვანელობდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის განხორციელების იდეა ხეების გაჩეხვამ წარმოშვა. მოსწავლეებმა შეისწავლეს სხვადასხვა ტიპის მცენარეები და მათი აგებულება.

„ამ პროექტის განხორციელების იდეა ხეების გაჩეხვამ წარმოშვა, მცენარეები მარტო ჟანგბადის წყარო კი არაა დედამიწაზე, არამედ მათ შეიძლება „მწვანე ხალათიანი ექიმებიც" კი ვუწოდოთ. მოსწავლეები სიღრმისეულად ჩასწვდომოდნენ მათ მნიშვნელობას.  შეისწავლეს სხვადასხვა ტიპის მცენარეები და მათი აგებულება და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მცენარის ყველა ორგანოს  დიდი მნიშვნელობა აქვს.

პროექტებით სწავლება შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.

მთელი პროექტის განმავლობაში მოსწავლეები მოტივირებული იყვნენ, ეს გამოცდილება მოსწავლეებს დაეხმარა არამარტო ცოდნის შეძენაში, არამედ ისეთი უნარების განვითარებაში, როგორიცაა ჯგუფური მუშაობა, სხვისი აზრის გაზიარება, კონკურენტულ გარემოში თავის წარმოჩენა, აუდიტორიის წინაშე გამოსვლისა და ორგანიზატორული უნარები“, -აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება