სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვაკიჯვრის საჯარო სკოლა სამოქალაქო განათლების მიმართულებით გაწეული წარმატებული მუშაობისთვის დაჯილდოვდა
18-02-2020
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვაკიჯვრის საჯარო სკოლა სამოქალაქო განათლების მიმართულებით გაწეული წარმატებული მუშაობისთვის ტექნიკით დაჯილდოვდა.

„გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის“ ორგანიზებით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა სამოქალაქო განათლების პროგრამის, „მომავლის თაობა“ პარტნიორი სკოლების მოსწავლეთა მიერ გახორციელებული პროექტების შედეგების პრეზენტაცია.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს, პროგრამის ფარგლებში, 2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრში გახორციელებული საქმიანობები, საკლასო, საკლუბო და საგრანტო პროექტები. პროექტის ,,დაიცავი  დედამიწა“ პრეზენტაცია  გააკეთა ვაკიჯვრის  საჯარო  სკოლის  მე-9  კლასის  მოსწავლე  ანანო  ჭოხონელიძემ. 

ასევე, მოხდა ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული სასკოლო სამოქალაქო კლუბებისა და პედაგოგების დაჯილდოება – ლეპტოპები გადაეცათ ცხემლისხიდის, ბაილეთისა და ვაკიჯვრის საჯარო სკოლებს, პლანშეტი კი ასკანის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგს თამარ ინწკირველს.

ღონისძიებას დაესწრო პროგრამის პარტნიორი სკოლების (კვირიკეთი, ცხემლისხიდი, ვაკიჯვარი, ბაილეთი, ასკანა, წყალწმინდა, ბოხვაური) დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრო ორგანიზაციების, მასმედიის, PH International – ის  წარმომადგენლები.

 იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება