| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრამ, მშვიდობის კვირეულის ფარგლებში, კიდევ ერთი აქტივობა სახელწოდებით - „ვსაუბრობთ ომზე, გვინდა მშვიდობა“ განახორციელა.
ისტორიის მოყვარულებმა და სამოქალაქო განათლების კლუბ „ერთობის“ წევრებმა, Xა კლასის მოსწავლეებმა: მარიამ აფხაძემ, ლოლიტა კინწურაშვილმა, ფერიდე კინწურაშვილმა, ანი ხურცილავამ, მარიამ ქაშიბაძემ, ანა ბენიძემ, ლიკა ცხაკაიამ მოამზადეს პრეზენტაციები I და II მსოფლიო ომებზე, მათ გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე. მოსწავლეებმა ინფორმაციები გააცნეს თანატოლებს.
შეხვედრაზე მონაწილეებმა მოვლენები ერთმანეთთან დააკავშირეს და დასკვნები გამოიტანეს.
კლუბის ლიდერმა - მარიამ აფხაძემ თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკური მოვლენები მიმოიხილა და მსოფლიო პოლიტიკოსებს მოუწოდა, გაიხსენონ ისტორია და არ დაუშვან განმეორება.
შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე, ისტორიის მასწავლებელი თამილა თუთბერიძე და კლუბის მეურვე - ისტორიის მასწავლებელი ფიქრია გიორხელიძე.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა