სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კალის საჯარო სკოლაში შიდა სასკოლო ინტელექტუალური ჩემპიონატი ჩატარდა
17-02-2020
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის, კალის საჯარო სკოლაში საქართველოსა და მსოფლიო ისტორიაში შიდა სასკოლო ინტელექტუალური ჩემპიონატი ჩატარდა.

ჩემპიონატი გიორგი ტერუნაშვილის რესურსის - „მოაზროვნე ისტორიკოსის“ გამოყენებით გაიმართა. სკოლის წარმომადგენლის თქმით, ეს რესურსი „სლაიდ-კასკადია და თითოეული შეკითხვის შიგნით ხუთი სლაიდია ჩაშლილი დახმარებების შეთავაზების სახით: "50/50"; ვირტუალური "დარბაზის დახმარება" და ვირტუალური "ზარი ახლობელთან".

ღონისძიების მიზნები ისტორიის შესწავლისადმი ინტერესის ამაღლება, ისტორიულ ფაქტებსა და მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების განმტკიცება, თანამშრომლობის, სხვისი აზრის მოსმენისა და პატივისცემის, წესების დაცვის გზით თვითრეალიზაციის უნარების განმტკიცება და ინფორმაციული ბაზის გამდიდრება იყო.

„კითხვები ლოგიკურ აზროვნებაზე იყო გათვლილი: მაგ. შეკითხვაზე: „ზურაბ ავალიშვილი წერს: "ვლასა მგელაძე აიჭრა მთაწმინდაზე, მძინარე მოძღვარს ჩასძახა ქართველთა ოცნების ასრულება." დაასახელეთ ამ ფაქტის ზუსტი თარიღი. ზუსტი პასუხი შესაძლოა, მოსწავლემ არ იცოდეს, რადგან არ აქვს წაკითხული ეს წიგნი, მაგრამ, როცა გააანალიზებს, თუ ვინ არის „მძინარე მოძღვარი", რომელიც მთაწმინდაზეა დაკრძალული, რაზე ოცნებობდა იგი, რაც აგრეთვე ქართველთა ოცნება იყო, მივა სწორ პასუხამდე“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

ვირტუალურმა დახმარებებმა უფრო საინტერესო და სახალისო გახადა ინტელექტუალური თამაშები.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, "ვინაიდან სკოლა მცირეკონტიგენტიანია და ყოველთვის ვერ ხერხდება ჯგუფური მუშაობის მეთოდის გამოყენება კლასებში, ეს ღონისძიება გახდა ერთ-ერთი ალტერნატივა სოციალური უნარების ფორმირება-დახვეწისათვის".

ჯგუფები დაკომპლექტდა შერეულად, სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მოსწავლეებისაგან, თუმცა დაცული იყო ბალანსი მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით. ჟიურიმ, რომელიც მასწავლებლებისგან შედგა, გამარჯვებულები სამ ნომინაციაში გამოავლინა: „საუკეთესო გუნდი“, „საუკეთესო მოთამაშე“ და „საუკეთესო კაპიტანი“.

ნომინანტების დასაჯილდოვებლად დირექტორმა თასი და მედლები შეიძინა, მან ჩემპიონატს დახმარება გაუწია ორგანიზაციულადაც და სხვა საჭირო რესურსებითაც.

პირველ ადგილზე გასულ გუნდს გარდამავალი თასი გადაეცა. ნომინანტები კი მედლებით დაჯილდოვდნენ. 

ღონისძიების ავტორი და წამყვანი გიორგი ტერუნაშვილი იყო.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება