სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

4 შვილიანი ფილფანი-ჭკადუების ეტალონი ოჯახი სვანეთიდან
31-01-2020
-
+


წლებია ფილფანი-ჭკადუას ოჯახი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში ცხოვრობს, ოთხ შვილს ზრდის და მიუხედავად იმისა, რომ ადვილი არ არის მთაში ცხოვრება, მშობლიური კერის მიტოვებას არ აპირებს.

ვერიკო ჭკადუა ხაიშის სკოლაში საქმეთა მმართველია, ოჯახსაც უძღვება და ოთხ პატარასაც უვლის, მეუღლე კი ფიზიკურ შრომას ეწევა, სოფლის მეურნეობას მისდევს და ყველაფერს აკეთებს, საყვარელ ოჯახს არაფერი მოაკლდეს.

პატარებიც საკმაოდ წარმატებულები არიან... უფროსი - ანი ფილფანი მეოთხეკლასელია, თეკლა  მესამე კლასში სწავლობს, გაბრიელმა კი ეს-ესაა შეაღო ხაიშის საჯარო სკოლის კარი, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, izrune.ge-ს პროექტში აქტიურად ჩართულიყო და ბრწყინვალე შეფასებებიც დაემსახურებინა.

როგორც ქალბატონმა ვერიკომ ჩვენთან საუბარში განაცხადა, ყველაფერი ბევრად ადრე, 2018 წლიდან დაიწყო, როდესაც უფროსი გოგონა, ანი ფილფანი ჩაერთო პროექტში. ასე გამოვიდა, რომ izrune.ge და ანიმ ერთად აიდგეს ფეხი და ამ წლების განმავლობაში ასევე ერთად მიაღწიეს უამრავ წარმატებას.

მოგვიანებით, პროექტში თეკლა ფილფანი ჩაერთო, რომელიც ამჟამად მესამე კლასშია; დების წარმატებამ კი პატარა გაბრიელის დაინტერესება განაპირობა და როგორც ქალბატონმა ვერიკომ გაგვიმხილა, გაბრიელი ჯერ კიდევ სკოლაში შესვლამდე ითხოვდა პროექტში ჩართვას:

„ასეთი დაინტერესება ანის და თეკლას წარმატებებმა განაპირობა. პირველ კლასში შევიდა თუ არა, გაბრიელი izrune.ge-ს ტესტირებაში მაშინვე ჩაერთო და სიმართლე გითხრათ, არც გაგვჭირვებია, რადგან გოგონების ძალისხმევით, წერა-კითხვა უკვე იცოდა. ახლა კი ყოველი ხუთშაბათი ჩვენ ოჯახში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ბავშვები ყოველდღიურად ემზადებიან და დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან იზრუნეს ტესტირებას“, - აღნიშნა ვერიკო ჭკადუამ.

- ქალბატონო ვერიკო, რას ნიშნავს თქვენთვის, როგორც მშობლისთვის, ბავშვების მონაწილეობა izrune.ge-ს პროექტში?

- ჩემთვის izrune.ge-ს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ბავშვები  სწორედ ტესტების გავლით ახდენენ საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების დემონსტრირებას. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ცოდნას იღრმავებენ, ეცნობიან კლასგარეშე ლიტერატურას, სწავლობენ თანამედროვე ტექნოლოგიები როგორ გამოიყენონ განათლების მისაღებად.

ხაიშის სკოლა 200 ბავშვზეა გათვლილი მოსწავლეების უმეტესობა ჩართულია „იზრუნეში“. მე ყოველ მათგანს წარმატებას ვუსურვებ, რადგან ესაა უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც მოსწავლეებს ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება.

- ხუთშაბათი დატვირთული გექნებათ, სამი ბავშვის ტესტირება ხუმრობა არ არის.

- ხუთშაბათი ჩვენს ოჯახში მართლაც განსაკუთრებული დღეა, ბავშვები ყოველდღიურად ემზადებიან ტესტირებისთვის, გოგონები ძირითადად დამოუკიდებლად მუშაობენ, გაბრიელსაც ეხმარებიან, თუმცა თავადაც ვარ ჩართული და ბავშვებს მხარში ვუდგავარ.

- პირველკლასელი გაბრიელი პროექტში როგორ ჩაერთო?

- პირველ რიგში, გეტყვით, რომ პროექტში გაბრიელის ჩართვა არ გამჭირვებია, რადგან დებისგან ბევრი რამ იცოდა, მათ შორის წერა-კითხვაც და შესაბამისად, დიდი სირთულეები არც შეგვხვედრია.

რაც მთავარია, ბავშვმა თვითონ გამოთქვა მონაწილეობის სურვილი... წარმოიდგინეთ, ჯერ სკოლაში არ დადიოდა, როცა „იზრუნეს“ ტესტების გავლას ითხოვდა. გოგონებს რომ უყურებდა, მონდომებული იყო და ერთი სული ჰქონდა, მოსწავლე გამხდარიყო, რათა „იზრუნეში“ ჩართულიყო და თავად მისცემოდა ამ მართლაც საოცარ პროექტში მონაწილეობის საშუალება.

- ქალბატონო ვერიკო, მთაში ოთხი შვილის გაზრდა ადვილი ალბათ არ არის, მით უმეტეს, რომ მუშაობთ კიდეც...

- დიახ, ხაიშის საჯარო სკოლაში საქმეთა მწარმოებელი ვარ... რთული და საპასუხისმგებლოა ოთხი შვილის დედობა, თუმცა თავადაც მრავალშვილიანი ოჯახიდან ვარ.
უფროსი გოგონები ძალიან მეხმარებიან, მეუღლე ფიზიკური შრომითაა დაკავებული, მეც ვმუშაობ და მთაში მაინცდამაინც არ გვიჭირს - არ გვაქვს რთული პირობები,  ვუმკლავდებით და ჯერჯერობით, აქ ვაპირებთ ცხოვრებას, სანამ ბავშვები სკოლაში სწავლობენ.

izrune.ge-მ ანი ფილფანთან გასაუბრებაც მოახერხა, რომელმაც პროექტიც შეაფასა, სამომავლო გეგმებიც გაგვანდო და ისიც გაგვიმხილა, უმცროს და-ძმასთან კამათი ძირითადად კომპიუტერის გამო მომდისო.

- ძალიან მომწონს izrune.ge… არა, კი არ მომწონს, მიყვარს, რადგან ამ პროექტში მონაწილეობით ბევრ რამეს ვსწავლობ. კარგია, ტესტები სხვადასხვა საკითხსა თუ თემას რომ ეხება, განსაკუთრებით მათემატიკური კითხვები მომწონს. იცით, ჩემი კლასიდან ყველა ბავშვია ჩართული და ტესტირების მეორე დღეს განვიხილავთ, ვის რა კითხვები შეგვხვდა, რას ვერ ვუპასუხეთ, როგორ მოვიძიოთ პასუხები... ძალიან გვეხმარება დამრიგებელი.

- ანი, სწავლის გარდა, რა გიტაცებს?

- სიმღერა მიყვარს და მე თვითონ ვიგონებ სიმღერებს, მერე კი ვმღერი... ჩემ და-ძმას დიდად არ მოსწონს და მაჩუმებენ ხოლმე.

- რომ გაიზრდები ვინ გამოხვალ?

- ალბათ ექიმი... მომღერალი არ მგონია გამოვიდე, ჩემი ხმა არ მომწონს.

- ანი, „იზრუნეს“ ტესტების გავლაში უმცროს და-ძმას თუ ეხმარები?

- რა თქმა უნდა... მეც ვეხმარები და დედიკოც ჩართულია. ხუთშაბათობiთ ჩვენ სახლში დიდი ჟრიამულია, თუ ნაბოლარა დაიკო მარი არ ტირის, დედიკო ჩვენთან ერთადაა ჩართული ტესტირებაში. საერთოდ კი, როცა დედას არ სცალია, მარის ჩვენ ვართობთ, ვაჭმევთ... მე, თეკლა და გაბრიელი არ ვჩხუბობთ, ხანდახან მხოლოდ იმაზე ვკამათობთ, კომპიუტერთან ვინ დაჯდება. წიგნების კითხვაც მიყვარს, ბევრი წიგნი მაქვს თოვლის ბაბუას ან ნათლიას ნაჩუქარი, სკოლის ბიბლიოთეკიდანაც გამომაქვს წიგნები...

- ასე ემზადები ხოლმე წიგნიერების დღისთვის?

- დიახ და ვიცი, რომ izrune.ge-ს ბრწყინვალე შეფასება რომ დავიმსახურო, ბევრი უნდა ვიკითხო. „იზრუნე“ ჩემი საყვარელი პროექტია.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

აბიტურიენტების ცნობარი აპრილის დასაწყისში გამოქვეყნდება - ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ახალი დეტალები ცნობილია

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო

ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა 8 მარტია - რომელ რეგიონებში სურს ახალი კადრების მიღება მანდატურის სამსახურს

ცნობილია, ეროვნულებზე ჩასაბარებელი საგნები სწავლის სფეროების მიხედვით - დეტალები

განმსაზღვრელი / განმავითარებელი შეფასების მოდულში ცვლილება შევიდა - EMIS

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის  N4 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი თეა გურგენიძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციის ფარგლებში ისაუბრეს შაქრიანი დიაბეტის გამომწვევ მიზეზებზე

ისტორიის მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს ოკუპაციასა და მის სავალალო შედეგებზე

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება