სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლებს დახარვეზებული კვლევის გამოსწორება აპრილში, გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია კი სექტემბერში შეეძლებათ
22-01-2020
-
+


უფროსის სტატუსის მქონე იმ მასწავლებლებს, რომლებმაც გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია დახარვეზებული კვლევების გამო ვერ შეძლეს, გამოსწორების ვადა მიეცემათ და სექტემბერში გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციას კვლავ შეძლებენ. აღნიშნულის შესახებ etaloni.ge-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრმა განუცხადეს.

„ამ სემესტრის განმავლობაში ვისაც დახარვეზებული კვლევა ჰქონდა, საშუალება ექნებათ გამოასწორონ ეს კვლევა. დაახლოებით აპრილის თვეში ამ დახარვეზებული კვლევების ხელახლა ატვირთვის შესაძლებლობას მივცემთ და ვნახავთ რამდენად გასწორდა ეს ხარვეზები. ვისი კვლევაც შეესაბამება მოთხოვნებს, სექტემბრიდან მიეცემა საშუალება გარე დაკვირვებაზე გაიარონ რეგისტრაცია“, - აცხადებენ მასწავლებლის სახლში. 

მათივე ინფორმაციით, გარე დაკვირვება წარმატებით 400-მდე უფროსის სტატუსის მქონე პედაგოგმა გაიარა.

„წინა სემესტრში 450 ადამიანი იყო დარეგისტრირებული გარე დაკვირვებაზე და მათგან დაახლოებით 400-მდე მასწავლებელი დადებითად შეფასდა. 50-მდე მათგანს კი უარყოფითი შეფასება დაუფიქსირდა. თუმცა ამ მასწავლებლებს უკვე სექტემბერში შეეძლებათ ხელახლა გარე დაკვირვებაზე გასვლის საშუალება. 

უფროსის სტატუსის მქონე პედაგოგებს, რომლებსაც 31 იანვრის მდგომარეობით 15 კრედიტი აქვს მოგროვებული და სავალდებულო აქტივობები განხორციელებული აქვთ, მიეცემათ საშუალება სექტემბრიდან გაიარონ გარე დაკვირვება. ჩვენ გადავამოწმებთ კვლევებს, კანონშიც გვიწერია, რომ ვალდებულნი ვართ გადავამოწმოთ ეს კვლევები, შესაბამისად მათ მიეცემათ ამ კვლევის გამოსწორების საშუალებაც და სექტემბრიდან ვისაც ექნება სრული პაკეტი იმისა რომ გარე დაკვირვებაში ჩაერთოს მას ამის საშუალება მიეცემა“, - განგვიცხადეს მასწავლებლის სახლში.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება