სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თბილისისა და დიდი ქალაქების საჯარო სკოლებში ვიდეოკამერებს დაამონტაჟებენ
27-12-2019
-
+


2020 წელს, ვიდეოკამერებით ეტაპობრივად აღიჭურვება თბილისისა და რამდენიმე დიდი ქალაქის საჯარო სკოლები.

„2020 წელს გვაქვს დაგეგმილი სკოლების კამერებით აღჭურვა და ეტაპობრივად მოვიცავთ ყველა სკოლას. ზუსტ თანხას ვერ გეტყვით, რა შეიძლება გამოვყოთ კამერების შესასყიდად. 2020 წელს დედაქალაქისა და დიდი ქალაქების აღჭურვას ვგეგმავთ“, - აღნიშნა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ და დასძინა, რომ ჯერჯერობით ისაა გაურკვეველი, აღიჭურვება თუ არა ყველა სკოლა დეტექტორებით, - „განიხილება სხვადასხვა ვარიანტი და დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“.

მინისტრის მოადგილის თქმით, სამინისტრო, საჯარო სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ასევე გეგმავს  მანდატურის სამსახურის გაძლიერებასა და კერძო სკოლებში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების გადამზადებას.

„მანდატურის სამსახური კერძო სკოლებში არ შევა. ვგეგმავთ, 223 კერძო სკოლაში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების გადამზადებას. რთულია იმის თქმა, რომ ეს ერთ-ორ თვეში მოხდება, მაგრამ 2020 წელს დავიწყებთ ამ ადამიანების გადამზადებას და ვეცდებით, წლის ბოლომდე მოვიცვათ ყველა კერძო სკოლა. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი არის ადამიანი, რომელიც შეიძლება განსაზღვროს თვითონ სკოლის ადმინისტრაციამ, შეიძლება ეს იყოს პედაგოგი ან დირექტორის მოადგილე“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფია შექმნილი, რომელიც ბავშვის ფიზიკურ-ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებისა და პრევენციისთვის უწყებების მიერ განსახორციელებელ ამოცანებზე მუშაობს.

უწყებათაშორის ჯგუფში არიან ჯანდაცვის, განათლების, იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ფსიქოლოგები და დარგის სპეციალისტები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება