სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ჩემი დაოჯახების ამბავი ადვილად მოსაყოლი არ არის“ - დღნორისის საჯარო სკოლის დირექტორი დაოჯახდა
24-12-2019
-
+


გარდა იმისა, რომ წლებია, „ეტალონი“, საჯარო სკოლების ჩართულობით, წარმატებით ატარებს ინტელექტ-ჩემპიონატს ქვეყნის მასშტაბით, ჩვენთან მეგობრობამ და რეგიონებში ვიზიტებმა სხვა დატვირთვაც“ შეიძინა და ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ - „ეტალონის“ ჩასვლა ფეხბედნიერია, განსაკუთრეებით საგანმანათლებლო სფეროს დასაოჯახებელი წარმომადგენლებისთვის.

ამჯერად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ დღნორისის საჯარო სკოლის დირექტორის, გაიოზ ლომთაძის და მისი დაოჯახების შესახებ გამცნობთ.

როგორ დაიწყო და განვითარდა სკოლის დირექტორისა და ისტის პედაგოგის სიყვარულის ამბავი, Etaloni.ge-ს დღნორისის საჯარო სკოლის დირექტორი, გაიოზ ლომთაძე თავად უამბობს:

- უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყურადღებისა და მოლოცვისთვის. რაც შეეხება ჩემი დაოჯახების ამბავს, იმდენი ხანი გრძელდებოდა, რომ ადვილად მოსაყოლიც არ არის. არცთუ ახალგაზრდა ვარ - 49 წლის... ცოტა მიჭირს ამ საკითხზე საუბარი.

- ბატონო გაიოზ, თქვენი მეუღლე პედაგოგია?

- ნათია მიქაუტაძე ჩემს სკოლაში ბუღალტრად მუშაობდა... თუმცა ისტსაც ასწავლის, რამდენიმე საგაკვეთილო  საათი აქვს. თითქმის ათი წელია ვიცნობ და ჩვენი ამბავიც წლებია გრძელდება.

- ამ გადასახედიდან არ ფიქრობთ, რომ ის დრო დაკარგეთ?

- ყველაფერი ბედია, ხომ იცით. დიახ, დრო დავკარგე, თუმცა ბედნიერი ვარ, ყველაფერი ასე რომ დასრულდა.

- ბატონო გაიოზ, ბუღალტერმა ცოლმა ბიუჯეტი რომ გაგიკონტროლოთ, ეს საკითხი არ გაშინებთ?

- ისტის პედაგოგიცაა, ასე რომ, ამ საკითხს როგორმე დავარეგულირებთ (იცინის)...

- მოსწავლეებმა როგორ მიიღეს დირექტორის და პედაგოგის დაოჯახების ამბავი?

- ხუმრობით რომ ვთქვათ - ინტერესთა კონფლიქტია, ხომ? - არა უშავს, ამ გამოწვევასაც გავუმკლავდებით... ისე კი, იმდენ ხანს ელოდა ყველა ჩვენი ურთიერთობის ასე დაგვირგვინებას, რომ ძალიან გაუხარდათ და არც მოსწავლეებისთვის იყო ეს სიახლე.   

- „ეტალონი“ ბედნიერებას გისურვებთ...

- კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მოლოცვისთვის, მე კი დავძენ, რომ „ეტალონთან“ თანამშრომლობა ჩვენი სკოლისთვის უმნიშვნელოვანესია. და როგორც კი პროექტი სკოლებზე გავიდა, მაშინვე ჩავერთეთ. მას შემდეგ აქტიურად ვთანამშრომლობთ და თამამად ვიტყვი - ჩვენმა ურთიერთობამ დროს გაუძლო. უმნიშვნელოვანესია არაფორმალური განათლების პროექტებში მოსწავლეების ჩართულობა; ბავშვები ინტერესდებიან ისეთი საკითხებითაც კი, რომელიც სკოლაში შესაძლოა არც ისწავლებოდეს. ინტელექტ-ჩემპიონატშიც ვმონაწილეობთ და ვფიქრობ, „ეტალონთან“ ჩვენი მეგობრობა კიდევ ძალიან დიდხანს გასტანს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გასაჩივრების შემდეგ ქულა შესაძლოა დაგაკლდეთ - აპელაციის თანხა 50 ლარია

„სასურველია ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება“ - ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით NCDC-ის გაფრთხილება

 საგრანტო კონკურსის ქულები გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და სწორი პასუხები

საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცი შედიოდა - სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნა ცნობლია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება