| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა მაძიებელი პედაგოგებისთვის სტატუსის ამაღლების, მასწავლებლობის მსურველებისთვის კი პედაგოგიური უნარების სწავლების საშუალებაა.
პროგრამის დასრულების შემდეგ პირს ენიჭება მასწავლებლობის უფლება. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად მუშაობის დაწყების შემთხვევაში კი უფროსი მასწავლებლის სტატუსით იმუშავებს.
პროგრამის დაწყებას განსაკუთრებით პედაგოგობის მსურველები ელოდებიან, რომლებმაც მასწავლებლის საგნის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა წარმატებით ჩააბარეს.
შემოდგომაზე გამოცხადებული 60 კრედიტიანი პროგრამის კონკურსში იმ პირებმა, რომლებსაც დაწყებითის კომბინირებული გამოცდა წარმატებით ჰქონდათ ჩაბარებული, მონაწილეობა ვერ მიიღეს, რადგან უნივერსიტეტებს არ ჰქონდათ დაწყებითის მოსამზადებელი პროგრამა.
ამჯერად, როდის დაიწყება მასწავლების მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე მიღება და იქნება თუ არა კონკურსი მათთვის, ვინც დაწყებითის კომბინირებულ გამოცდაზე ზღვარი გადალახა, ამ საკითხზე „ეტალონი“ უნივერსიტეტებს დაუკავშირდა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი:
„60 კრედიტიან პროგრამაზე მიღება გვექნება სექტემბერში. დაწყებითის მოსამზადებელი პროგრამა აქამდე არ არსებობდა. ამ ეტაპზე გვაქვს ასეთი სიტუაცია - პროგრამა გაგზავნილი გვაქვს სააკრედიტაციოდ ხარისხის ეროვნულ ცენტრში, აკრედიტაცია უნდა გაიაროს, სხვა შემთხვევაში პროგრამაზე მიღებას ვერ გამოვაცხადებთ. ამ ეტაპზე პასუხს ველოდებით. ვიმედოვნებთ, რომ ეს ყველაფერი მომდევნო მიღებამდე მოესწრება და გვექნება I-IV კლასის მოსამზადებელი პროგრამა, რომელზე ჩასარიცხადაც წინაპირობა იქნება დაწყებითის კომბინირებული გამოცდის (ქართული, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება) წარმატებით ჩაბარება. ეს ყველაფერი ივნისში უკვე ცნობილი იქნება“.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი:
„მასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამაზე მიღება გვაქვს შემოდგომაზე, საბუთების მიღება გამოცხადდება აგვისტოს ბოლოს, შემდეგ აკადემიურ წერაში იქნება შიდა გამოცდა უნივერსიტეტში, სწავლა კი დაიწყება სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში. რაც შეეხება დაწყებითის პროგრამას, ამ ეტაპზე ჯერ მუშაობის პროცესია, უნივერსიტეტს ჯერ არ შეუტანია პროგრამის აკრედიტაციაზე განაცხადი“.
ევროპის უნივერსიტეტი:
„60 კრედიტიან პროგრამაზე შემოდგომაზე ცხადდება ხოლმე მიღება. წინასწარ ვერ გეტყვით, გვექნება თუ არა დაწყებითის პროგრამაზე მიღება. თვალი ადევნეთ ჩვენს საიტს, ყველაფერი დაიდება მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის დაწყებამდე“.
უნივერსიტეტების მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, გქონდეთ მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი.
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის საფუძველია:
შეგახსენებთ, რომელი უნივერსიტეტები აცხადებენ კონკურსს მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე და რომელი საგნის მასწავლებლობის მსურველებს შეგიძლიათ მასში მონაწილეობა:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლის ხელფასი განისაზღვრება სტატუსის მიხედვით 2821 ლარი, 3074 ლარი და 3527 ლარი
ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს
მასწავლებლის ხელფასი განისაზღვრება სტატუსის მიხედვით 2821 ლარი, 3074 ლარი და 3527 ლარი
ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესახებ