სიახლეები
ყველაზე პოპულარული


მასწავლებლის მომზადების პროგრამას მოქმედების ვადა შესაძლოა 2023 წლამდე გაუხანგრძლივდეს
11-12-2019
-
+


მასწავლებლის მომზადების ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამას მოქმედების ვადა შესაძლოა 2023 წლამდე გაუხანგრძლივდეს. აკრედიტაციის ვადის გაგრძელების მიზნით, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გუგული მაღრაძე ითხოვს.

„ვისაც სურს მასწავლებლობა და აქვს სხვა სპეციალობა, დამატებით აიღებს კრედიტებს და ამ კრედიტების შემდეგ ექნება უფლება შევიდეს სკოლაში და იყოს მასწავლებელი“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89 მუხლით განსაზღვრულია, რომ მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე გადასვლის მიზნით, მასწავლებლის მომზადების ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე (დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადებისა და მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი კომპონენტით ინტეგრირებულ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე) აბიტურიენტების ჩარიცხვა 2018 წლიდან შეიზღუდა. ამავე მუხლით დადგინდა, რომ მასწავლებლის მომზადების ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება შესაძლებელია 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებამდე. ამასთან, განისაზღვრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ვალდებულება, რომ 2022-2023 სასწავლო წლიდან უზრუნველყოს მასწავლებლის მომზადების ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე 2017 წლის ჩათვლით ჩარიცხული იმ სტუდენტების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე გადაყვანა, რომლებსაც 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებამდე არ მიენიჭებათ კვალიფიკაცია მასწავლებლის მომზადების ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად.

„კანონპროექტის მიღების შედეგად, 2011-2012 და 2014-2015 წლებში აკრედიტებული მასწავლებლის მომზადების ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები (დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების საბაკალავრო და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც არის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი ნაწილი) აკრედიტებულად ჩაითვლება 2022- 2023 სასწავლო წლის დაწყებამდე. შესაბამისად, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება ემსახურება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ვადებში შესაბამისი პროგრამების დასრულების შესაძლებლობას, დამატებითი აკრედიტაციის გავლის გარეშე, რაც აღარ გამოიწვევს პროგრამების შინაარსობრივ ცვლილებას“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

კომიტეტის სხდომაზე დაჩქარებული წესით განიხილეს საქართველოს კანონის პროექტი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელსაც კომიტეტმა მხარი დაუჭირა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება