სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რეკომენდაციები, რომლებსაც სახალხო დამცველი ყვარლისა და ონის მუნიციპალიტეტების მერებს აძლევს
21-11-2019
-
+


სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ყვარლისა და ონის მუნიციპალიტეტების მერებს სოფელ თივსა და სოფელ გლოლაში მცხოვრები ბავშვებისთვის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხელმისაწვდომობისა და საბავშვო ბაღით უზრუნველყოფის რეკომენდაციებით მიმართა.

როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თივსაში და ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში არსებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შენობა ვერ უზრუნველყოფენ აღსაზრდელების კვებასა და ძილს.

„ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ სოფელ თივში არ ფუნქციონირებს საბავშვო ბაგა-ბაღი. მოსახლეობა სოფელში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების გახსნას ითხოვს, სადაც ბავშვები სახელმწიფო ენასაც შეისწავლიან და სასწავლო-სააღმზრდელო მომსახურებასაც მიიღებენ. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ სოფელში მოქმედი სკოლამდელი განათლების მოსამზადებელი ალტერნატიული სასწავლო ცენტრი ვერ უზრუნველყოფს ბავშვებს კვებითა და საძინებლით და ქვეყანაში დაწესებულ სტანდარტებს არ მიესადაგება.

სოფელ გლოლაში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შენობა გარემონტებულია, მაგრამ სპეციალური პერსონალის არარსებობის გამო, სამზარეულო და საძინებელი ოთახები არ მოქმედებს. შესაბამისად, მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამა ფუნქციონირებს, რომელიც არ უზრუნველყოფს აღსაზრდელების კვებასა და ძილს.

ცხადია, რომ სოფელ თივსა და სოფელ გლოლაში მცხოვრები ბავშვები ვერ სარგებლობენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის უფლებით“, - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

შესაბამისად, ომბუდსმენი რეკომენდაციით მიმართავს ადგილობრივ თვითმმართველობებს, ბიუჯეტიდან დროულად უნდა გამოყონ საჭირო სახსრები საბავშვო ბაღების ფუნქციონირების, ასევე სკოლამდელი განათლების ცენტრების სათანადო ინვენტარითა და პერსონალით უზრუნველყოფის მიზნით, რათა ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი იყოს საყოველთაო, უფასო და სრულფასოვანი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიღება.

რეკომენდაცია ყვარლის მუნიციპალიტეტის მერს

რეკომენდაცია ონის მუნიციპალიტეტის მერს


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

​შემოდგომის თემატიკაზე დაფუძნებული ტურის ფარგლებში, პატარებმა თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილებაც შეიძინეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება