სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ეს გამოცდა ჩაჭრისთვის არის? პირდაპირ ვამბობ, არანორმალური მდგომარეობაა“ - პედაგოგები ტესტირებას აფასებენ
03-11-2019
-
+


პრაქტიკოსი პედაგოგების მეორე ნაკადმა პროფესიული უნარების ტესტები დღეს ჩააბარა. რეგისტრაციისა და საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში წარიმართა. ტესტირებაზე დარეგისტრირებული აპლიკანტების 75%-მდე გამოცხადდა. 

როგორ აფასებენ ტესტების სირთულესა და საკუთარ ნამუშევრებს გამოცდიდან გამოსული პედაგოგები? – etaloni.ge რამდენიმე მასწავლებელს გაესაუბრა:

„საგნის გამოცდა ჩაბარებული მაქვს. თუ ისწავლი, გამოცდა მარტივია.  თუ კარგად მუშაობ და ლოგიკურად აზროვნებ, პროფესიული უნარების გამოცდაზე რაღაცებს მარტივად გაართმევ თავს. მასწავლებელი თუ ხარ, ნულ ქულას ვერ აიღებ, თეორიები სულ რომ არ იცოდე.  ვფიქრობ, შეფასებები უნდა არსებობდეს. ვისაც მოუნდება მასწავლებელი იყოს, იმიტომ, რომ ფიქრობს “მე კარგი გოგო ვარ” - ასე არ უნდა იყოს. თუმცა ეს შეფასებები რამდენად ობიექტურია, ეს სხვა საკითხია. ზოგადად, რა საგანსაც არ უნდა ასწავლიდე თუ ბავშვთან მიდგომის უნარები არ გაქვს და არ იცი ეს პრინციპები, შეუძლებელია, რომ საგანში შედეგი გქონდეს“ - ამბობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

„მე-14 წელია პედაგოგი ვარ. ხელოვნების ისტორიას ვასწავლი და  საგნის გამოცდა ჩაბარებული მაქვს. დღევანდელი გამოცდით კმაყოფილი ვარ. კარგია, ჩემი ძალები რომ გამოვცადე. რომ ვთქვა ძალიან რთულია-მეთქი, ასე არ არის. პროფესიულ უნარებზე პირველად გავედი. ამ წუთას ვფიქრობ, რომ რთული არ იყო და ვნახოთ ჩემს შედეგზე როგორ აისახება“ - ამბობს პედაგოგი ნათია ბასილაია.

„სკოლაში ბიოლოგიას ვასწავლი. აქამდე არც საგნის გამოცდაზე გავსულვარ. დღეს ჩემთვის პირველი გამოცდა იყო. ნორმალური ტესტები შემხვდა და ჩემი თავით კმაყოფილი ვარ. გამოცდებს მაინც და მაინც დადებითად არ ვაფასებ. ვფიქრობ, უმაღლესი განათლების მიღება და პრაქტიკა საკმარისი იყო. მასწავლებლის ერთგვარი შეურაცხყოფაცაა, რომ გამოცდებზე კიდევ გვიწევს გასვლა“, - გვითხრა მასწავლებელმა, რომელიც გამოცდაზე მესტიიდან ჩამოვიდა.

„20-ზე მეტი წელია ისტორიას ვასწავლი. საგნის გამოცდა ჩავაბარე. უნარების გამოცდაზე მეორედ გამოვედი. კარგად ვიმუშავე და როგორ შეაფასებენ, არ ვიცი. ვფიქრობ, ეს სისტემა დასახვეწია. კითხვებს თითქმის ერთმნიშვნელოვანი პასუხები აქვს. ეს გამოცდა ჩაჭრისთვის არის? - ვფიქრობ, ასეა და არა იმისათვის, რომ მასწავლებელმა ცოდნა გამოავლინოს. უნარების გამოცდებზე რაცაა, მთელი ცხოვრება არ დასჭირდება მასწავლებელს. გოგებაშვილზე საერთოდ არაფერს არ გვეკითხებიან და ამერიკელ ბლუმზე და სხვებზეა შეკითხვები. გამოცდის სტილი, მეთოდი არ მომწონს. არანორმალური მდგომარეობაა, პირდაპირ ვამბობ. საგანი არაა პრობლემა, ისე ჩავაბარე, არც მოვმზადებულვარ. მესმის, რომ რაღაცები ევროპიდან უნდათ აიღონ, მაგრამ ვფიქრობ, სხვა მიზნები აქვთ, ან ხელფასების მომატება არ უნდათ ან ვიღაცის გაშვება სურთ“, - ამბობს ისტორიის მასწავლებელი.

ენობრივ ბარიერს ასახელებს მთავარ სირთულედ გამოცდიდან გამოსული არაქართულენოვანი პედაგოგების უმეტესობა. მათ პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარება ქართულ ენაზე უწევთ.

„სომეხი ვარ. ქართული მე თვითონ ვისწავლე და სკოლაში ქართულ ენას ვასწავლი. საგანის გამოცდა ჩავაბარე და ერთი კრედიტი მაქვს . იმედია, უნარებსაც ჩავაბარებ. პროფესიულ უნარებზე მეორედ გავედი და დღევანდელით უფრო კმაყოფილი ვარ. ნინოწმინდაში ვასწავლი და ჩვენთვის უნარების გამოცდა ძნელია, რადგან ქართველებთან კონტაქტი არ გვაქვს და ქართული ენა კარგად არ ვიცით. მართალია ქართულის მასწავლებელი ვარ და უნდა ჩავაბარო, მაგრამ მაინც რთულია“ - გვიყვება მასწავლებელი ნინოწმინდიდან.

„37 წელია პედაგოგი ვარ. ბიოლოგიას საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ვასწავლი. დღევანდელი გამოცდით საერთოდ არ ვარ კმაყოფილი. გამოცდა ქართულ ენაზეა, ჩვენ კიდევ ქართული არ გვესმის და შეკითხვებს ვერ ვიგებთ. საგანი უკვე 2 წელია ჩაბარებული მაქვს“ - ამბობს პედაგოგი.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფიო გორგოძის ინფორმაციით, გამოცდების საბოლოო შედეგები დეკემბერში გახდება ცნობილი. 

შეგახსენებთ, რომ წელს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება მეორედ მიეცათ. შემოდგომაზე ორგანიზებული ტესტირებისათვის  26 600-ზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული. მათგან 15 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელია.

პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ხელახალი ტესტირებისას მიღებული შედეგები აუქმებს იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას წინა ჯერზე მიღებულ შეფასებასა და შესაბამის კრედიტქულებს.

იხილეთ ასევე:

„მე ისეთ სკოლაში ვასწავლი პირობები არ მაქვს, კომპიუტერი არ არის, ამ ეტაპზე ტყუილად ვსწავლობ“ - მასწავლებლის კომენტარი გამოცდიდან

მასწავლებელთა გამოცდაზე რეგისტრაციის პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა


კომენტარები


ეტალონი

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები

გაიზარდა პროფესიების ჩამონათვალი, რომლებიც იშვიათად, დეფიციტურად და მაღალანაზღაურებადად ითვლება

მასწავლებლის  გამოცდებზე რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია

სასწავლო პროცესის მონიტორინგისა და მართვისთვის - რა მონაცემები უნდა შევამოწმოთ ელექტრონულ ჟურნალში 

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

დედაენის სიყვარულით შექმნილი კალიგრაფიული სილამაზე - იანეულის სკოლის მოსწავლეთა წარმატება კონკურსზე

„როცა ბავშვები დედამიწას იცავენ“ - ქუთაისის N20 სკოლის შთამაგონებელი ეკო-დღე მოეწყო

ეშტიის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღის აღსანიშნავად მოსწავლეების შთამბეჭდავი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

„ჟვანიას სკოლის როლი“ - ეშტიის მეორე საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა

პროექტის „მოიწვიე ფინედუ კლასში“ ფარგლებში, სკოლას საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ესტუმრნენ
 
საინტერესო

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება