სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ცვლილებები, რომლებიც ყველა ბაღს შეეხება - დეტალები
24-11-2025
-
+


„ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის ვადა გახდება 6 წელი“, - კანონპროექტს პარლამენტი განიხილავს.

მოქმედი კანონმდებლობით, ეს ვადა 4 წელია; კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ „მიმდინარე ეტაპზე ხორციელდება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის რეფორმა, რომლის შედეგად, 2029 წლის ბოლომდე სისტემაში არსებული ყველა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება გაივლის ავტორიზაციის პროცესს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ავტორიზაციის პროცესში საკანონმდებლო ბაზა ჩამოყალიბდეს იმგვარად, რომ შესაბამისობაში იყოს რეფორმის მიზნებთან და ამოცანებთან. გარდამავალ პერიოდში 2029 წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს 2050 ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაცია. 4 წლიანი ვადის და ამ საფეხურის დაწესებულებების იურიდიული მოწყობის სპეციფიკის გათვალისწინებით, წინასწარი დაგეგმვით, თითოეულ წელს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 400 ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება უწევს რაც მნიშვნელოვან ფინანსურ და ადამიანურ რესურსებთან არის დაკავშირებული“.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის თანახმად, ავტორიზაციის 6 წლიანი ვადა გავრცელდება ამ ცვლილების ამოქმედებამდე ავტორიზებულ ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებზე. აღნიშნული დაწესებულებები ჩაითვლებიან ავტორიზებულად ავტორიზაციის მინიჭებიდან 6 წლის ვადით.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება