| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური 24 ნოემბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება და მასში მონაწილეობის მიღება დარეგისტრირებულ მოსწავლეებს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე დისტანციურად, ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან შეეძლებათ.
ოლიმპიადის დეტალური განრიგი
24 ნოემბერი
ქართული ენა და ლიტერატურა;
ქართული ენა (არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის);
გერმანული ენა.
25 ნოემბერი
ისტორია;
ქიმია.
26 ნოემბერი
ინგლისური ენა;
ფრანგული ენა.
27 ნოემბერი
მათემატიკა;
ბიოლოგია.
28 ნოემბერი
გეოგრაფია;
ფიზიკა;
რუსული ენა.
21 ნოემბერს, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ოლიმპიადის პირველ ტურზე რეგისტრირებულ ყველა მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს ონლაინ რეჟიმში გაიარონ საცდელი ტესტირება. მოსწავლეს საშუალება ექნება ყოველგვარი შეფასების გარეშე ივარჯიშოს და წინასწარ გაეცნოს იმ ელექტრონულ პროგრამას, რომლითაც ჩატარდება ტესტირება. პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას