სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პედაგოგებმა საგაკვეთილო რესურსის ნიმუში უნდა წარადგინონ - ინფორმაცია მოქმედი სტატუსიანი მასწავლებლებისთვის
17-11-2025
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებლებისთვის. კონკურსის გამარჯვებულებს ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ერთკვირიან სტაჟირებაში შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN - European Organization for Nuclear Research).

კონკურსის შედეგად შეირჩევიან ფიზიკის პედაგოგები საჯარო სკოლებიდან. მათი სტაჟირების სრული დაფინანსება განხორციელდება სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.

გამგზავრება დაგეგმილია 2026 წლის 1-6 მარტი.

კონკურსის პირობები:

1. უნდა იყოს საჯარო სკოლის მოქმედი, ფიზიკის მასწავლებელი (უფროსი, წამყვანი ან მენტორი);

2. მასწავლებელთა საგნობრივი გამოცდა ფიზიკაში ჩაბარებული უნდა ჰქონდეს 10 კრედიტზე

3. მასწავლებელი სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტაჟირების პროგრამის ფარგლებში არ უნდა იყოს ნამყოფი ზემოხსენებულ კვლევით ცენტრში.

კანდიდატების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად: 1. დოკუმენტაციის გადარჩევა; 2. გასაუბრება: პროექტის შეფასება, პრეზენტაცია და მისი განხილვა.

საჭირო დოკუმენტაცია:

1. CV ქართულ ენაზე;

2. პირადობის მოწმობის ასლი;

3. დიპლომის ასლი;

4. სამოტივაციო წერილი

კონკურსზე წარსადგენი მასალა:

1) სკოლაში განხორციელებული პროექტი ფიზიკაში (შესაძლებელია იყოს ინტეგრირებული სხვა საგანთან/საგნებთან); ამაში შეიძლება შედიოდეს პროექტის გეგმა, განხორციელების აღწერა, სურათები ან ვიდეომასალა და საბოლოო პროდუქტი;

2) ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სარეკომენდაციო საკითხის პრეზენტაცია Power Point-ის სახით (8-10 სლაიდი/ თხრობის ხანგრძლივობა 8-12 წუთი)

(პრეზენტაციისთვის აირჩიეთ სარეკომენდაციო საკითხებიდან ერთ-ერთი):

1. სამყაროს წარმოშობისა და განვითარების თანამედროვე მეცნიერული თეორიები;

2. ელემენტარული ნაწილაკების კლასიფიკაცია და მათი ურთიერთქმედებების აღწერა;

3. ახალი აღმოჩენები ფიზიკაში და მათი მნიშვნელობა;

4. ცერნი - მისია, დანიშნულება, ექსპერიმენტები;

პრეზენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს საგაკვეთილო რესურსის ნიმუშის სახით და უნდა შეიცავდეს მოსწავლეზე ორიენტირებულ კონკრეტულ სასწავლო სტრატეგიებს, მეთოდებს და მიდგომებს.

გასაუბრების ეტაპი დაიწყება 2025 -9 დეკემბრიდან

გთხოვთ, პროექტის მასალები, პრეზენტაცია და ზემოჩამოთვლილი დოკუმენტაცია გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mnakashidze@tpdc.ge

მასალის წარდგენის ბოლო ვადაა: 2025 წლის 1-დეკემბერი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

2-კვირიანი ვადა უმაღლესებისთვის - ცვლილება მინისტრის ბრძანებაში

მთავარი აკრძალვა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - მინისტრის ბრძანება

„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების“ ჩასატარებლად განაცხადების მიღება დაიწყო

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

პროექტი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

 

 

სკოლაში სიამაყით გვიზიარებენ ეკოკლუბ „ყვირილას“ უმნიშვნელოვანესს მიღწევას

​დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული, მოგონებებითა და სიყვარულით სავსე დღე იყო“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება