სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებელთა გამოცდაზე რეგისტრაციის პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა
03-11-2019
-
+


ნოემბერში ორგანიზებული მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდების მეორე დღეა. პროფესიულ უნარებს დღეს პრაქტიკოსი პედაგოგების მეორე ნაკადი აბარებს. ტესტირებაზე რეგისტრაციის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. 

etaloni.ge საგამოცდო პროცესს თბილისის 147-ე საჯარო სკოლაში გახნილ საგამოცდო ცენტრში აკვირდება და ადგილზე განვითარებულ მოვლენებს დღის გამავლობაში შემოგთავაზებთ. 

„პროფესიული უნარების გამოცდაზე მეორედ გავდივარ. ცოდნის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ რვა სპორტულ ღონისძიებას რომ ჩაატარებ, რვა კრედიტი მაინც უნდა მოგცენ. იმით უნდა ფასდებოდეს მასწავლებელი როგორ სპორტულ აქტიურობას ეწევა. როგორ შეიძლება რვა სპორტული ღონისძიება ჩაატარო ან საგანი ჩააბარო და საგანი არ იცოდე. შაბათ-კვირასაც ვმუშაობ. ჩემს შვილს არ გავყოლივარ სპორტზე. კარგია თეორია და ახალი ტერმინოლოგია, მაგრამ მიღწევები, შრომა უნდა ფასდებოდეს. საგანი ჩაბარებული მაქვს. უნარებზე დრო არ მეყო და და ახლა ვნახოთ“ - აცხადებს სპორტის ერთ-ერთი პედაგოგი. 

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფიო გორგოძის ინფორმაციით, გამოცდების საბოლოო შედეგები დეკემბერში გახდება ცნობილი. 

შეგახსენებთ, რომ წელს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება მეორედ მიეცათ. შემოდგომაზე ორგანიზებული ტესტირებისათვის  26 600-ზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული. მათგან 15 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელია.

პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ხელახალი ტესტირებისას მიღებული შედეგები აუქმებს იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას წინა ჯერზე მიღებულ შეფასებასა და შესაბამის კრედიტქულებს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

პიროვნება
სკოლები

მასწავლებელმა პატარებს ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად უქცია

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება