| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებას პარლამენტის განათლების კომიტეტი განიხილავს. დოკუმენტი ითვალისწინებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ეკონომიკური საქმიანობის მინიჭების უფლებას.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 2 1 პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს:
ა) საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა;
ბ) საგამომცემლო საქმიანობა; გ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზება;
დ) სამეცნიერო-კვლევითი და ლაბორატორიული საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის (გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის) წარმოება და რეალიზება;
ე) დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა თავისი წესდებით (დებულებით) გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ვ) შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან/და თავისი წესდებით (დებულებით) გათვალისწინებული სხვა საქმიანობა, თუ შესაბამისი კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის, სასწავლო პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზაცია/ანაზღაურებადი მომსახურების გაწევა, აგრეთვე, მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ფინანსური სახსრები, მათ შორის, მიიღოს შემოსავალი ისეთი ეკონომიკური საქმიანობიდან, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათო არ არის და სწავლების ხარისხზე უარყოფითად არ მოქმედებს.
ამავე დროს, მიუხედავად იმისა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლებლობა აქვთ არსებული ან/და საკუთარი შემოსავლების გამოყენებით შეძენილი რესურსებით აწარმოონ პროდუქცია, მოახდინონ მათი რეალიზაცია ან/და განახორციელონ მომსახურება, პრაქტიკულად ეს პოტენციალი მათ მიერ გამოუყენებელია.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 2 1 პუნქტის ჩანაწერი დათქმას აკეთებს მხოლოდ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, შესაბამისად იმისათვის, რომ მოხდეს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების რეალიზება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, მიზანშეწონილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვიდეს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლთან და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლს დაემატოს ჩანაწერი, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების უფლებამოსილება განახორციელონ შესაბამისი საგანმანათლებლო საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზება, დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა თავისი წესდებით (დებულებით) გათვალისწინებულ შემთხვევაში და შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან/და თავისი წესდებით (დებულებით) გათვალისწინებული სხვა საქმიანობა, თუ შესაბამისი კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
გასაჩივრების შემდეგ ქულა შესაძლოა დაგაკლდეთ - აპელაციის თანხა 50 ლარია
„სასურველია ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება“ - ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით NCDC-ის გაფრთხილება
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
„ყველას უღრმესი მადლობა ჩვენი სკოლის ავტორიზაციის მიღებით გამოწვეული დიდი სიხარულის გაზიარებისთვის!“
მოსწავლეებმა შეაჯამეს ორწლიანი წარმატებები, გაიხსენეს საინტერესო გაკვეთილები, პროექტები თუ გასვლითი აქტივობები