სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ეროვნული სასწავლო გეგმა გადასახედია... ლოგიკურად ვერ მსჯელობენ ადამიანები,  ამ კუთხითაც უნდა შევხედოთ განათლების რეფორმას“
21-11-2025
-
+


ღირებულებების კუთხითაც მნიშვნელოვანია განათლების სფეროში ცვლილებების განხორციელება ეს ეხება არა მხოლოდ საუნივერსიტეტო განათლებას, არამედ სკოლებსაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სატელევიზიო ეთერში განაცხადა.

მისი თქმით გადაიხედება ეროვნული სასწავლო გეგმა, პროგრამა და სახელმძღვანელოები.

„ვგეგმავთ ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციას - გადასახედია ეროვნული სასწავლო გეგმა, სახელმძღვანელოები, პროგრამა... და ღირებულებით ნაწილში გვჭირდება თვისებრივი ცვლილებები.

იგივე ეხება უმაღლეს განათლებასაც; მნიშვნელოვანია, ღირებულებებს ეფუძნებოდეს ის ცოდნა, რომელსაც ვუზიარებთ ახალგაზრდებს. და ზოგადად განათლების ხარისხის გაუმჯობესებაა მნიშვნელოვანი...

როცა ვსაუბრობთ კონკრეტულ თემებთან დისკუსიებზე, ლოგიკურად ვერ მსჯელობენ ადამიანები, ლოგიკას ვერ აწყობენ, ესაა მეცნიერება, მას თავისი წესები აქვს, თუნდაც დემაგოგიის პირობებში, საკუთარ თავს უნდა სცე პატივი და ლოგიკა ააწყო. ლოგიკა არ აინტერესებთ... არითმეტიკა არ აინტერესებთ - ამ კუთხითაც უნდა შევხედოთ განათლების რეფორმას. სადაც არის მეტი განათლება, იქ მეტი უსაფრთხოებაც არის ქვეყნისთვის. განათლებული საზოგადოება ნაკლებად ექვემდებარება პროვოკაციებს. ქართულმა საზოგადოებამ დიდი ცოდნა აკრიფა წლების განმავლობაში, მაგრამ აქ არის საჭირო კონკრეტული ცვლილებები განათლების სისტემაში, რათა მეტად გაიზარდოს ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების ხარისხი - განათლებული საზოგადოება მეტად დაცულია რისკებისგან“, - დასძინა კობახიძემ. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება