| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

18 წლამდე არასრულწლოვანის შრომითი უფლებების დარღვევის 30 შემთხვევა გამოვლინდა. არასრულწლოვნები სამშენებლო ობიექტზე, საცალო და საბითომო ვაჭრობისა და საკვების მიწოდების საქმიანობაში იყვნენ დასაქმებულები.
შრომის ინსპექციის სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშში ვკითხულობთ:
„18 წლამდე არასრულწლოვანის შრომითი უფლებების აღსრულებაზე ზედამხედველობის შედეგად 2024 წლის საანგარიშო პერიოდში დარღვევა გამოვლინდა 9 სამუშაო ადგილზე 30 არასრულწლოვანთან მიმართებით.
შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გამოვლინდა საქართველოს ორგანული კანონის „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ მეხუთე მუხლის მეექვსე პუნქტის დარღვევის ორი ფაქტი, რომელიც მოიცავს დამსაქმებლის ვალდებულებას არ დაასაქმოს 18 წლამდე პირი (არასრულწლოვანი) ისეთ პოზიციაზე, რომელმაც სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“, - აღნიშნულია ანგარიშში.
უწყებამ ქ. ბათუმსა და ქ. თბილისში ოპერირებად სამშენებლო ობიექტზე დააფიქსირა არასრულწლოვნის (16-დან 18 წლამდე) მუშაობის ფაქტი და კრიტიკული შეუსაბამობების სამუშაო პროცესი შეაჩერა.

შედეგად ყველაზე ხშირად 18 წლამდე არასრულწლოვნის შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტს ადგილი ჰქონდა განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების I სექციაში.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას