სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ვადაგასული ხორცი სკოლასა და ბაღში - სურსათის სააგენტომ კვების ობიექტში დარღვევები გამოავლინა
26-11-2025
-
+


სკოლის და საბავშვო ბაღის „თანამედროვე განათლების აკადემიის“ კვების ობიექტში ფრინველის ვადაგასული ხორცი გამოვლინდა - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სურსათი ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
 
„სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს ჭავჭავაძის გამზირი N37-ში არსებული სკოლის და საბავშვო ბაღის „თანამედროვე განათლების აკადემია“ კვების ობიექტში.
 
შემოწმებისას გამოვლინდა ფრინველის ვადაგასული ხორცი, ეტიკეტირების წესის დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობა.
 
ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ამოწმებს სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების კვების ბლოკებს.
 
სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვოს ცხელ ხაზზე - 15 01.
 
სამომხმარებლო ბაზრის ერთობლივი მონიტორინგი და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას შეუსაბამობები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება