| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა კობახიძე პარლამენტში ნოემბრის ბოლო კვირაში მივა.
მისი თქმით, ინტერპელაციის კითხვები უკვე მზადაა.
„შემოვიდა, ასევე, შემდეგი ინტერპელაციის კითხვები ფრაქცია „ქართული ოცნებისგან“, პრემიერ-მინისტრის მიმართ. როგორც იცით, ყოველი თვის ბოლო სასესიო კვირას არის შესაძლებლობა პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციისა და საჭირო არის ამისთვის, რომ პლენარული სხდომის კვირაზე ერთი კვირით ადრე იყოს კითხვები დასმული“, - განმარტა პაპუაშვილმა.
კითხვები, რომლებსაც ირაკლი კობახიძე პარლამენტში უპასუხებს:
1.რა არის თქვენს მიერ წარდგენილი უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის ძირითადი მიმართულებებები?
2. რა არის რეფორმის ეტაპები და ვადები?
3. სავარაუდოდ რა ბიუჯეტია საჭირო რეფორმის განსახორციელებლად?
4. ეწინააღმდეგება თუ არა უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით გათვალისწინებული მიზნები ე.წ. „ბოლონიის პროცესს“?
5. რეფორმის კონცეფციით გათვალისწინებულია უმაღლესი განათლების 4+2 სისტემის შეცვლა 3+1 სისტემით. რა არის ამ ცვლილების ძირითადი მიზეზი და მიზანი? რამდენად იქნება უზრუნველყოფილი 3+1 სისტემით ხარისხიანი უმაღლესი განათლების მიღება?
6. რეფორმის კონცეფციის საჯარო პრეზენტაციისას ასევე ისაუბრეთ ზოგადი განათლების ხანგრძლივობის 12 კლასიდან 11 კლასამდე შემცირებაზე. რა არის ამ შესაძლო ცვლილების მიზეზი და მიზანი? იქონიებს თუ არა ეს ცვლილება გავლენას ზოგადი განათლების ხარისხზე? რას პასუხობთ გამოთქმულ კრიტიკას, რომ ამ შემთხვევაში ქართული სკოლის ატესტატი შესაძლოა საკმარისი არ იყო ზოგ ქვეყანაში უმაღლესი განათლების დაწესებულებაში სწავლის დასაწყებად?
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას