სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მე ისეთ სკოლაში ვასწავლი პირობები არ მაქვს, კომპიუტერი არ არის, ამ ეტაპზე ტყუილად ვსწავლობ“ - მასწავლებლის კომენტარი გამოცდიდან
04-11-2019
-
+


ნოემბერში ორგანიზებული მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდების მეორე დღეა. პროფესიულ უნარებს დღეს პრაქტიკოსი პედაგოგების მეორე ნაკადი აბარებს. ტესტირებაზე რეგისტრაციის პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. 

etaloni.ge საგამოცდო პროცესს თბილისის 147-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში აკვირდება. გამოცდაზე შესვლამდე ჩვენთან კომენტარი გააკეთა ერთ-ერთმა პედაგოგმა, რომელიც მარნეულში ასწავლის. მისი თქმით, სათანადო პირობები არ აქვს პროფესიულ უნარებში მოსამზადებლად. 

„სამი წელია ინგლისურის მასწავლებლად ვმუშაობ. გამოცდაზე ახლა მეორედ გავდივარ. პირველად ერთი კრედიტი ავიღე. ვფიქრობ, მასწავლებელმა აუცილებლად უნდა ჩააბაროს საგანში გამოცდა და დააფიქსიროს კომპეტენცია. მაგრამ უნარებში არის ისეთი მეთოდები, რის გამოყენებაში პირობებმაც უნდა შეგვიწყოს ხელი. აზრი არ აქვს ტყუილად თუ ვერ გამოვიყენებთ. მე მარნეულში ისეთ სკოლაში ვასწავლი, რომ პირობები არ მაქვს. არ არის კომპიუტერი და მსგავსი ტექნიკა, რაც დამეხმარება უნარებში მოსამზადებლად. ფაქტობრივად, ახლა მგონია, რომ ამ ეტაპზე, ტყუილად ვსწავლობ და იმედია, რომ ეს ყველაფერი მოგვარდება“, - ამბობს ინგლისურის მასწავლებელი.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფიო გორგოძის ინფორმაციით, გამოცდების საბოლოო შედეგები დეკემბერში გახდება ცნობილი. 

შეგახსენებთ, რომ წელს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება მეორედ მიეცათ. შემოდგომაზე ორგანიზებული ტესტირებისათვის  26 600-ზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული. მათგან 15 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელია.

პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ხელახალი ტესტირებისას მიღებული შედეგები აუქმებს იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას წინა ჯერზე მიღებულ შეფასებასა და შესაბამის კრედიტქულებს.

იხილეთ ასევე:

„ეს გამოცდა ჩაჭრისთვის არის? პირდაპირ ვამბობ, არანორმალური მდგომარეობაა“ - პედაგოგები ტესტირებას აფასებენ

მასწავლებელთა გამოცდაზე რეგისტრაციის პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება