სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საჯარო სკოლების საყურადღებოდ - ახალ პროექტში 4000-მდე მოსწავლე ჩაერთვება
20-11-2025
-
+


შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს საჯარო სკოლებში პროექტს იწყებს. ახალი კამპანიის – „პროფესია პოლიციელი“ მიზანი ახალგაზრდებისთვის საპოლიციო საქმიანობის გაცნობაა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, განათლების მინისტრთან ერთად, ახალი კამპანიის პროექტი სასკოლო საზოგადოებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში წარუდგინა. ღონისძიების ფარგლებში, მინისტრებმა, სკოლის მოსწავლეებთან ერთად, სპეციალურად მოზარდებისთვის, აკადემიის ტერიტორიაზე მოწყობილი შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის სტენდები დაათვალიერეს და სიმულაციურ აქტივობებს დაესწრნენ.

განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია, რომ მოზარდმა თაობამ იცოდეს პოლიციის როლი, მათი ფუნქციები და პროექტი „პროფესია პოლიციელი“ ამას ხელს შეუწყობს:

„უმნიშვნელოვანესია, რომ მოზარდმა თაობამ იცოდეს პოლიციის როლი, მათი ფუნქციები და ის პროექტი, რომელიც დღეიდან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელდება და დაიწყება, ემსახურება სხვადასხვა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეების ვიზიტების ორგანიზებას საპოლიციო დანაყოფებში, იმისთვის, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ უფრო მეტი წარმოდგენა თუ რა ტექნიკური საშუალებებით ხდება პოლიციის საქმიანობის განხორციელება. ასევე, ეს არის ერთგვარი პოპულარიზაცია ახალგაზრდებს შორის, რომ მათ სამომავლოდ, პოლიციის მიმართულება აირჩიონ კარიერული განვითარების მიმართულებად“.

„ვფიქრობთ, რომ აღნიშნული აქტივობები ხელს შეუწყობს ახალგაზრდების დაინტერესებას პოლიციელის ძალიან ღირსეული და საამაყო პროფესიით“,  - აღნიშნა შს მინისტრმა, გეკა გელაძემ

კამპანია „პროფესია პოლიციელი“ 21 ნოემბრიდან დაიწყება და წლის ბოლომდე, 4000-მდე სკოლის მოსწავლეს საშუალება ექნება ეწვიოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფს, ადგილზე გაეცნოს ინფრასტრუქტურასა და დანაყოფების ყოველდღიური საქმიანობის სპეციფიკას და ჩაერთოს სიმულაციურ აქტივობებში.

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება