სიახლეები


„დავას გავაგრძელებ, რომ ვერც ერთმა მშობელმა ვერ გაბედოს მასწავლებლის შეურაცხყოფა“-გორის N10 სკოლის პედაგოგი დირექციის წინააღმდეგ
26-11-2025
-
+


„სკოლა სადაც მოსწავლეს შეუძლია მასწავლებელს უთხრას ...„ოეეე“, „სახედარო“, ჩაძაღლდი“, „ნეტა მოკვდე“... როცა დამრიგებელს და დირექტორს, მანდატურს ეუბნები ამის შესახებ, არ აქვს მნიშვნელობა, მე ვიქნები თუ სხვა მასწავლებელი, მთელი კლასი შეჰყავთ მასწავლებლის გარეშე და - „მართლა იყო ასეო?“ და კლასი ჩუმადაა, იმიტომ „ჩამშვებები“ ვერ იქნებიან“, სტუკაჩები"... მერე ამათი მშობლები დაწერენ საჩივარს, შეიკრიბება დირექტორის დაქალოჩკებით დაკომპლექტებული დისციპლინური კომისია და გამოაქვთ საყვედურები. ეს ფრთაშესხმული ბანდა (სწორედ ასე ეწოდება მათ, „ბავშვსა“ და „მოსწავლეს“ ვერ დავუძახებ) ახალ აქტივობას გეგმავს. მაგალითად, გაკვეთილის ცხრილი ჰქონდათ და ყველა კლასში ასეთი უდისციპლინო და უპატრონო ბავშვებს, დიახ, უპატრონოს, არც წიგნი, არც რვეული, გაცდენები, არც მშობელი რომ არ კითხულობს! ავალებდნენ გაკვეთილის ჩაშლას და ეს, თუ როგორ გამოიყვანენ და ნერვებს მოუშლიდნენ მასწავლებელს, ტელეფონზე უნდა მოესმენინებინათ!

დაგინებულია, არავინ ჰყვება გაკვეთილს“! და ამ დროს ბიჭები, რომლებსაც სწავლა უნდათ, ვერ და არ ჰყვებიან გაკვეთილებს; მერე სკოლის უკან ან პირდაპირ დერეფნებში საქმეები რომ არ გაურჩიონ!“, - ეს ამონარიდია გორის N10 საჯარო სკოლის ახლა უკვე ყოფილი პედაგოგის, ირმა ამბარდნიშვილის პოსტიდან, რომელიც მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ამბარდნიშვილი აცხადებს, რომ სკოლა სწორედ მოსწავლეთა ამგვარი ქცევის გამო დატოვა, სხვა მასწავლებლებს კი ეშინიათ სამსახურის დაკარგვის და ამიტომ არიან ჩუმად:

„შიშით ხმას ვერ იღებენ ამ ორგანიზებული ბანდასთან და მერე ამათ „ბავშვთა უფლებების კონვენციის“ მცოდნე მშობლებთან! ისინი გვჯობნიან ერთობაში პედაგოგებს და იცით, რატომ? - გამოჭერილები ჰყავთ დირექტორებს! ზოგს სერტიფიკატი არ აქვს, ზოგს - დიპლომი, ზოგის შვილს, ძმისშვილს, დისშვილს, შვილიშვილს დაუმსახურებლად „ჩაახუტეს“ ოქროს მედალი!“, - აღნიშნავს პედაგოგი და დასძენს, რომ აპირებს სამართლებრივი დავის გაგრძელებას: „სამართლებრივ დავას გავაგრძელებ, რომ ვერც ერთმა მშობელმა ვერ გაბედოს მასწავლებლის შეურაცხყოფა და შანტაჟი!“

რატომ დატოვა რეალურად სკოლა პედაგოგმა? მართლაც ხდება თუ არა მსგავსი დარღვევები? რა ზომებს მიმართავს დირექცია? - გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად etaloni.ge გორის N10 საჯარო სკოლის ხელმძღვანელს, ნინო წიკლაურს დაუკავშირდა, რომელმაც საკითხთან დაკავშირებით განმარტებების გაკეთება არ ისურვა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადები გრძელდება

ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა 18 და 19 ნოემბერს ონლაინ რეჟიმში ჩატარდა

წარმატებაზე ორიენტირებული მოსწავლეებისთვის

შემოდგომის სეზონი ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადით იწყება

სიახლეები

აღმზრდელ-პედაგოგების ნაწილს ხელფასები ეზრდება - ოფიციალური უწყების განმარტება

რა წერია მასწავლებელთა ახალ სქემაში - ამონარიდები დოკუმენტიდან

პოლიციის აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გახდება - კანონპროექტის დეტალები

უქმდება თუ არა მე-12 კლასი - პრემიერი რეფორმაზე ისაუბრებს

წამყვან-მენტორობის გამოცდა გაუქმდა (?) - როგორ აიმაღლებენ პედაგოგები სტატუსს - ახალი სქემის დეტალები

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

„მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს თბილი, მხარდამჭერი და შთამაგონებელი გარემო“
 
სკოლები
3 ნოემბერს, თვითმმართველობის კვირეული საზეიმო ვითარებაში გაიხსნა
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადები გრძელდება

მასწავლებლებს  დატვირთვას ხელოვნური ინტელექტი შეუმსუბუქებს - ბრიტანეთის მთავრობის ახალი პროექტი

ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა 18 და 19 ნოემბერს ონლაინ რეჟიმში ჩატარდა

ქვეყნები, სადაც ყოფაქცევისთვის ნიშანი იწერება 

შემოდგომის სეზონი ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადით იწყება

სიახლეები
საზოგადოება