სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონზე“ ემოციები იბადება“ - ქუთაისი „ეტალონი მოსწავლის“ გამოვლენას ელოდება
31-10-2019
-
+


„ეტალონი“ მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს მართავს, დღეს „ქუთაისის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

ამ წუთებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, ქუთაისის ოპერის თეატრში მიმდინარეობს და მას პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება.

ღონისძიებას ქალაქ ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, იმერეთის გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის კულტურულ სახელოვნებო, საგანმანათლებლო გაერთიანების მმართველი ვაჟა ჯუღელი, ქუთაისის რესურსცენტრის უფროსი მაია ცქიტიშვილი, საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებიან.

ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის, „ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი, 2018-2019 სასწავლო წლის  „ქუთაისის ეტალონი მოსწავლის“ მარიამ სირბილაძის მშობლიურ ქუთაისის N12 საჯარო სკოლას გადასცა.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „ქუთაისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭება და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. „ეტალონი“ 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ ადგილზევე გამოავლენს.

ასევე იხილეთ: 

ქუთაისის მოსწავლეთა საყურადღებოდ

ქუთაისის „ეტალონის“ II ეტაპის მონაწილეთა სია ცნობილია

„ეტალონი საუკეთესო ხიდია განათლებასა და განათლებით დაინტერესებულ მოსწავლეებს შორის“ - ქუთაისი ინტელექტ-ჩემპიონატის II ტურისთვის ემზადება


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და არ ითვალისწინებს შეფასებას

პირობითი აკრედიტაციის ვადა მცირდება - ცვლილება უმაღლეს განათლების შესახებ კანონში

ზოგადი განათლების კანონში ორი ცვლილება შედის - დეტალები

„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა

პედაგოგები პირველკლასელებს საანბანო პერიოდის დაწყებას კიდევ ერთხელ ულოცავენ

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება