სიახლეები


„ეტალონი საუკეთესო ხიდია განათლებასა და განათლებით დაინტერესებულ მოსწავლეებს შორის“ - ქუთაისი ინტელექტ-ჩემპიონატის II ტურისთვის ემზადება
10-10-2019
-
+


ქუთაისის მუნიციპალიტეტში, 8 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

II ტური  31 ოქტომბერს გაიმართება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა:

ქუთაისის რესურსცენტრის უფროსი მაია ცქიტიშვილი:

„ეტალონის I-მა ეტაპმა სამართლიანად ჩაიარა. სკოლის მოსწავლეები ტესტირების შედეგებით კმაყოფილები არიან. იმედი მაქვს, მონაწილეებს გამოცდის შემდეგ ეტაპზეც წარმატებული შედეგები ექნებათ. „ეტალონს“ საგანმანათლებლო სივრცეში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ის მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებს და ცოდნის შეძენის შესაძლებლობას აძლევს. ეს პროექტი ძალიან მიყვარს, ის საუკეთესო ხიდია განათლებასა და განათლებით დაინტერესებულ მოსწავლეებს შორის“.

ქუთაისის მერიის წარმომადგენელი, მაყვალა ქობულაძე:

„ჩვენი ქალაქიდან 82 ბავშვი არის გადასული მეორე ეტაპზე და თითქმის ყველასგან კარგ შედეგს ველით. პირველ რიგში, მოგვეწონა ის, რომ ონლაინ ტესტირების სახითაც ჩატარდა. პირველ ეტაპზე მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობა იყო, რაც იმას მოწმობს, რომ მოსწონთ და აინტერესებთ. მოსწავლეებს შორის ყოველთვის ჯანსაღი კონკურენციაა. დიდი სიხარულით ველოდებით მეორე ტურს“.

ქუთაისის N4 საჯარო სკოლის დირექტორი ალექსანდრე მიქაუტაძე:

„მოსწავლეთა შედეგები „ეტალონის“ ტესტირებაზე დამაკმაყოფილებელია. გამოცდის შემდეგ ეტაპზე სკოლის წარჩინებული მოსწავლეების იმედი მაქვს. მონაწილეები ტესტირებისთვის დიდი ენთუზიაზმით ემზადებოდნენ. პროექტი სკოლის თითოეულ მოსწავლეს ცოდნის გამოვლენის შესაძლებლობას აძლევს და საგნის ცოდნასაც ობიექტურად ამოწმებს“.

„ეტალონის“ პედაგოგი, თეა ტურაბელიძე: 

„პირველ ეტაპზე უკეთესს შედეგს ველოდი, განსაკუთრებით, მერვე კლასელებისგან. მეორე ეტაპზე ერთი ბავშვია ჩვენგან გადასული, ძალიან კარგი გოგონაა და კარგ შედეგს ველოდები. ვნახოთ, როგორ ჩაივლის“.

ქუთაისის N14 საჯარო სკოლის დირექტორი ნონა ჩუბინიძე:

„ეტალონის“ I ტურში ჩვენი სკოლის ყველა მოსწავლე მონაწილეობდა. გასულ წელს მოსწავლეების აქტიურობისა და ჩართულობის გამო „ეტალონმა“ ჩვენი სკოლა სიგელებით დააჯილდოვა. ვფიქრობ, ტესტირების შემდეგ ეტაპს ბევრი მოსწავლე გადალახავს. „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ის სკოლას მოსწავლეების განათლების დონის ამაღლებაში ეხმარება“.

ქუთაისის N14 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ვალერიან ბოლჩანსკი:

„მოსწავლეთა შედეგებით „ეტალონის“ I ტურში ძალიან კმაყოფილი ვარ. გასულ წელს, ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ტესტირებაზე საკმაოდ წარმატებული შედეგები ჰქონდათ. წელსაც ასეთივე კარგ შედეგებს ველოდები. მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ მხოლოდ სკოლაში მიღებული ცოდნა საკმარისი არ არის, „ეტალონი“ კი მოსწავლეებს თავიანთი განათლების გამოვლენის შესაძლებლობას აძლევს“.

ქუთაისის N32 საჯარო სკოლის დირექტორი ჯეირან კოღუაშვილი:

„ეტალონის“ ტესტირებაზე უკეთეს შედეგს ველოდი, თუმცა გამოცდის შემდეგ ეტაპზე წარმატებული მოსწავლეების იმედი მაქვს. ისეთ მნიშვნელოვან პროექტს, როგორიც „ეტალონია“ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში ყოველთვის ჰქონდა და ექნება განსაკუთრებული დანიშნულება. რაც მეტი მოსწავლე მიიღებს „ეტალონში“ მონაწილეობას, მით უკეთესი მისთვის“.

„ეტალონის“ პედაგოგი, მაკა ჯავახაძე:

„ჩვენთან პირველმა ეტაპმა ძალიან კარგად ჩაიარა. მეორე ეტაპზე კარგ შედეგს ველოდებით, რადგან ძალიან კარგი და ნიჭიერი ბავშვი გადავიდა. საბოლოო ჯამში, კმაყოფილი ვარ შედეგებით“.

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის დირექტორი ლია კუხიანიძე:

„ჩვენი სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ ტესტირებით კმაყოფილები არიან. იმედი მაქვს, გამოცდის შემდეგ ეტაპზე კიდევ უფრო მაღალ შედეგებს აჩვენებენ. „ეტალონი“ მოსწავლეებს თავიანთი ცოდნის წარმოჩენაში ეხმარება. ეს პროექტი მოსწავლეების ინტერესის სფეროს კიდევ უფრო აფართოებს და შესაძლებლობას აძლევს, მეტი იკითხონ“.

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ია ჩინჩალაძე:

„ეტალონის“ I ეტაპი წარმატებით ჩატარდა. დარწმუნებული ვარ, პროექტში საუკეთესო გაიმარჯვებს. „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, ის მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ და იმედია, კიდევ დიდხანს გაგრძელდება“.

ქუთაისის N26 საჯარო სკოლის დირექტორი ვარდო უგლავა:

„ეტალონის“ ტესტირებაზე მოსწავლეებმა იმაზე უკეთესი შედეგები აჩვენეს, ვიდრე ველოდი. მონაწილეები ძალიან მონდომებულები არიან და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მომდევნო ეტაპზე კიდევ უფრო წარმატებული შედეგები მიიღონ. წლებია, რაც „ეტალონი“ საინტერესოდ გრძელდება, რადგან ის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია“.

ქუთაისის N26 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ხათუნა ბუაძე:

„ჩვენი სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა „ეტალონის“ ტესტირებაზე განსაკუთრებით მაღალი შედეგები აჩვენეს. მათი იმედი ტესტირების შემდეგ ეტაპზეც მაქვს. „ეტალონი“ მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე წარმოჩენის შესაძლებლობებს აძლევს. ამიტომ, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია“.

ასევე იხილეთ

ქუთაისის მოსწავლეთა საყურადღებოდ

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ფონ­ზე, რო­მელ­საც 19 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, ნე­პა­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გა­დად­გა.

დაფინანსების მოპოვების უფლება აქვს აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე 2025 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს

„ხელფასები გაიზრდება... ზოგად განათლებაში გვჭირდება ცვლილებები“...

სწავლის დაფინანსება 16 კატეგორიის სტუდენტებს შეეხებათ - განაცხადის წარდგენა დაიწყო

სასწავლო წლის პირველივე კვირაში სკოლებს ცვლილება შეეხებათ - საკითხების ჩამონათვალი ცნობილია

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

სკოლები
2024-2025 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოების ცერემონიალი ზუგდიდის მერიაში გაიმართა
 
საინტერესო

რა ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ მასწავლებლებს - პედაგოგიური განათლება სხვადასხვა ქვეყანაში

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი ბაღისთვის მზად არ არის?

სიახლეები
საზოგადოება