| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლი „მურჯი“, 26-სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდე, ჩეხეთის ქალაქ ბრეცლავში გამართულ ფესტივალში მონაწილეობდა.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, ფესტივალი ჩეხეთის რესპუბლიკის წმინდა ვაცლავ ჩეხის დღესასწაულთან დაკავშირებით გაიმართა. მისივე თქმით, ქალაქ ბრეცლავში ანსამბლის წევრებმა ოთხი კონცერტი გამართეს: ორი - ქალაქის დღესასწაულთან დაკავშირებული ფესტივალის ფარგლებში და ორი- საქველმოქმედო ხასიათის (მოხუცთა თავშესაფრისა და მეორე სკოლის მოსწავლეთა დასახმარებლად).
ბრეცლავის ფესტივალში ჩეხების, სლოვაკების, პოლონელების, ლიტველებისა და ხორვატიის ქორეოგრაფიული და მუსიკალური ანსამბლები მონაწილეობდნენ.
„ანსამბლმა „მურჯმა“ ბრეცლავის ფესტივალზე საქართველო ღირსეულად წარადგინა და ქალაქის მერიის, ფესტივალის ორგანიზატორების, ადგილობრივი მოსახლეობისა და მონაწილეების დიდი მოწონება, პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა. ანსამბლის გამოსვლა კონცერტებზე ოვაციებისა და მქუხარე აპლოდისმენტების ფონზე მიმდინარეობდა“, -ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
ფესტივალის შემდეგ ანსამბლი ჩეხეთის დედაქალაქ პრაღას ეწვია. მათ ლედნიცეს სასახლე და სასახლის ზამთრის ბაღიც მოინახულეს, რომელიც ევროპაში სიძველით მეორე ადგილზეა.
ანსამბლის წევრებმა ავსტრიის დედაქალაქი ვენაც დაათვალიერეს.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა