| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, არჩევნებმა წარმატებით ჩაიარა, მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს.
„ვიმედოვნებთ რომ თვითმმართველობა ინიციატივებით გამორჩეული და მოტივირებული იქნება, მადლობა ყველა მოსწავლეს მონაწილეობისა და დაინტერესებისთვის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმართველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით.
სკოლის თვითმმართველობის მიზანია თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა, მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, მოსწავლეთა ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელშეწყობა.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა