სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პირველ კლასებში ანბანის სწავლის დაწყება აღნიშნეს
17-10-2019
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის სამ პირველ კლასში ანბანის სწავლის დაწყება აღნიშნეს.

სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, სკოლაში საზეიმო განწყობა სუფვევდა.

„წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ოცდაექვსი საუკუნის ანბანის შემობრძანება აღინიშნა. ბავშვები სიხარულით შეხვდნენ ანბანის შემობრძანებას. ყველგან ისმოდა ტკბილქართული: „ია, აი ია". მასწავლებლები სიამაყით აღნიშნავდნენ, რომ წელს შესაძლებლობა მიეცათ იაკობ გოგებაშვილის „დედა-ენით" დაეწყოთ ანბანის გაცნობა“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

მოსწავლეებმა ლექსები წარმოთქვეს, მათ შორის, სკოლის დირექტორის მოადგილის, დალი სილაგაძის შემდეგი ლექსი:

„ჩემმა ენამ ტკბილხმიანმა,

სინარნანარით განთქმულმა,

შემაყვარა ცა და მიწა,

უძველესმა ქართულმა.

ღვთისმშობლის მადლი ფარავდეს,

შენს ყოველ სიტყვას, ბგერასო,

არ მოკლებოდეს სიმშვიდე,

ჩემი სამშობლოს ენასო!"

პირველი კლასების დამრიგებლები პედაგოგები, თეა ჭუმბურიძე, ირმა გურეშიძე და ნანი თუთისანი არიან.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება