სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლის მოსწავლეს ანა ავაქაშვილს „ეტალონის“ „ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადაეცა
15-10-2019
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ანა ავაქაშვილმა, საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ „ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი მიიღო.

ანა ავაქაშვილი 2018-2019 სასწავლო წლის თელავის „ეტალონი მოსწავლეა“.

„ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი ანას მშობლიურ სკოლასა და სკოლის დირექტორს, ნათელა ბოჭორიშვილსაც, გადაეცათ.

„ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლა აქტიურად არის ჩართული პროექტ „ეტალონში", რომელიც მართლაც საუკეთესო ხიდია განათლებასა და ცოდნის შეძენით დაინტერესებულ მოსწავლეებს შორის. სკოლისთვის  განსაკუთრებით საამაყოა, რომ უამრავ გამორჩეულ ახალგაზრდას შორის გამარჯვება ჩვენმა აღზრდილმა ანა ავაქაშვილმა მოიპოვა და 2018-2019 სასწავლო წლის თელავის „ეტალონი მოსწავლე“ გახდა“,- აცხადებს სკოლის დირექტორი ნათელა ბოჭორიშვილი.

მისივე თქმით, ანას წარმატებამ სტიმული დანარჩენ მოსწავლეებსაც მისცა. ისინი ცოდნის გაღრმავებისა და საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად პროექტში ენთუზიაზმით არიან ჩართულნი.

„ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლა მადლობას უხდის პროექტ „ეტალონს“, მის შემოქმედებით გუნდს და ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს ამ მართლაც მამულიშვილური საქმის  წარმატებით განხორციელებისათვის და წარმატებებს უსურვებს“,- ამბობს ნათელა ბოჭორიშვილი.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება