სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ სიცოცხლისუნარიანი პროექტია“ - თელავმა „ეტალონი მოსწავლე“ გამოავლინა
10-10-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით თელავის მუნიციპალიტეტში, წინანდლის კულტურის სახლში ჩატარდა, სადაც "თელავის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ფიქრია ყუშიტაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრი გიგა მამუკელაშვილი, თელავის რესურსცენტრის უფროსი ლევან მრელაშვილი, საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა ფიქრია ყუშიტაშვილმა „ეტალონს“ დემოკრატიული და ყველასთვის ხელმისაწვდომი პროექტი უწოდა:

„ეტალონი“ არის საუკეთესო საშუალება ახალგაზრდებისთვის, რომ გამოცადონ თავი ცოდნის ასპარეზზე. ეს არის ძალიან დემოკრატიული და სახალხო პროექტი, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს იზიდავს: მოსწავლეებს, მათ მშობლებს, პედაგოგები და ა.შ. „ეტალონი“ სიცოცხლისუნარიანი პროექტია. ჩემი აზრით, ცოდნა არის ერთადერთი იარაღი მომავალი თაობისთვის. მე ვურჩევდი ყველას ჩაერთოს „ეტალონსა“ და Izrune.ge- ში, რათა უმოკლესი გზით მიიღონ განათლება“.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრმა გიგა მამუკელაშვილმა, მუნიციპალიტრეტის საკრებულოს სახელით „ეტალონის“ მსგავს პროექტებს მხარდაჭერა გამოუცხადა :

„პროექტი ძალიან კარგი და სასიამოვნოა. მე წინა მოწვევის საკრებულოში გახლდით შესაბამისი კომისიის თავჯდომარე, რომელიც აქტიურ საკითხებს განიხილავდა. იქიდან მოყოლებული ძალიან მომწონს და ვგულშემატკივრობ „ეტალონს“. მსურს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელით „ეტალონის“ მსგავს პროექტებს, რომლებიც ახალგაზრდების ცოდნის გამოვლენას ემსახურება, ჩვენგან მხარდაჭერა აღვუთქვა. მხარდაჭერა კი ბიუჯეტში თანხების სახით აისახება“.

თელავის რესურსცენტრის უფროსმა ლევან მრელაშვილმა ხაზი გაუსვა „ეტალონის“ პოპულარობას. მან Izrune.ge-ში ჩართვისკენ ყველას მოუწოდა :

„ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია, რომლიც მართლაც ზეიმია ბავშვებისთვის და ზოგადად, პროექტის მიმართ ინტერესიც მაღალია. ჩვენ მართლაც წარმატებული ბავშვები გვყავს და ალბათ სამომავლო წარმატებებიც არ დააყოვნებს. მე ყველას ვურჩევდი ჩაერთონ „ეტალონში“. ასევე, Izrune.ge გამორჩეული პროექტია, რომელიც აერთიანებს ბავშვებს, მშობლებსა და მასწავლებლებს. Izrune.ge-ში მშობელს ეძლევა შესაძლებლობა შეამოწმოს საკუთარი შვილის ცოდნა - რა ისწავლა და რა უნდა ისწავლოს“.

„თელავის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული ვარდისუბნის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლემ გიორგი ალუდაურმა მოიპოვა. მან თანატოლებს პროექტში მონაწილეობისკენ მოუწოდა:

„ძალიან ვნერვიულობდი, როდესაც აქ მოვდიოდი. ყველას მინდა მოვუწოდო, რომ  მიიღონ „ეტალონში“ მონაწილეობა. პროექტში ყველას აქვს გამარჯვებისა და თავისი მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლის" ტიტულის მოპოვების უნიკალური შანსი. პროექტში მონაწილეობამ მომცა გამოცდილება და გამხადა უფრო თვითდაჯერებული“.

შეჯიბრში გამარჯვებულმა „თელავის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

„ეტალონი“ 2019-2020 სასწავლო წელსაც ტრადიციულად საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს. კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. „ეტალონის“ მიმდინარე სეზონი კი სასწავლო წლის ბოლოს გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ასევე იხილეთ:

თელავის მოსწავლეთა საყურადღებოდ

თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ შესარჩევი ტურის ტესტირებაში ინტერესით ჩაერთნენ

თელავის „ეტალონის“ II ეტაპის მონაწილეთა სია ცნობილია

9 ოქტომბერს „ეტალონი“ თელავში გაიმართება


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

მთავრობამ სტუდენტთა სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილება მიიღო

ანაზღაურება 2774 ლარია - კონკურსის ვადები და პირობები ცნობილია

ქვეყანა, სადაც რეპეტიტორობა აკრძალულია - კერძო მასწავლებლებს სანქციები, რიგ შემთხვევაში კი  საქმიანობის აკრძალვა ემუქრებათ 

არაფორმალური განათლება ეფუძნება გამოცდილებასა და თვითგანვითარებას

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

„ვულოცავთ, ანას ამ წარმატებას, ასევე მის მწვრთნელებსა და მშობლებს. ეს გამარჯვება ნამდვილად საამაყოა ჩვენი სკოლისა და მთელი თემისთვის!“

ღონისძიების მთავარი სათქმელი იყო ისეთი მარადიული ღირებულებების წარმოჩენა, როგორებიცაა სიკეთე, ერთგულება და მეგობრობა

მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ

საინტერესო

ქვეყანა, სადაც რეპეტიტორობა აკრძალულია - კერძო მასწავლებლებს სანქციები, რიგ შემთხვევაში კი  საქმიანობის აკრძალვა ემუქრებათ 

2026 წლის პირველი გაკვეთილი: როგორ გავუმარტივოთ სასკოლო რიტმში დაბრუნება მოსწავლეებს?

სიახლეები
საზოგადოება