სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის დირექტორი სასულიერო გიმნაზიას ესტუმრა
01-10-2019
-
+


30 სექტემბერს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის დირექტორი გიორგი ფიფია საქართველოს საპატრიარქოს, ამავე ეპარქიის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის, წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიას ესტუმრა.

გიორგი ფიფია გიმნაზიის დირექტორს, დეკანოზ გარიელ გულორდავას, პედაგოგიურ კოლექტივს და მოსწავლე ახალგაზრდებს შეხვდა. 

ცენტრის ხელმძღვანელმა სკოლას  ახალი სასწავლო წელი მიულოცა და გააცნო 2019- 20 სასწავლო წლის, საგანმანათლებლო სტრატეგიული განვითარების გეგმა.

გეგმის მიხედვით, სკოლებში ინდივიდუალური შეხვედრები გაიმართება.

მიზნები და ამოცანები: ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრი წარმოადგენს ორგანიზაციას, რომლის უმთავრესი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობა, მათი ცნობიერების ამაღლება და განათლებისა და კულტურის კუთხით გაძლიერება, შესაბამისი საგანმანათლებლო-საკონსულტაციო საქმიანობის წარმართვა და აღნიშნული მიმართულებით პროექტების განხორციელება.

საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებებია:

1. სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა;
2. არაფორმალური განათლების, ახალგაზრდული პოლიტიკასა და სხვა მიმართულებით, პროგრამების შემუშავება და ადგილობრივი, ეროვნული და საერთაშორისო ღონისძიებების/პროექტების განხორციელება;
3. საგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვა, კულტურული, ინტელექტუალური, სახელოვნებო და სხვადასხვა სასწავლო წრეების შექმნა და ახალგაზრდებისთვის შესაბამისი სერვისების შეთავაზება;
4. ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა, თანასწორობის, რელიგიური შემწყნარებლობის, ტოლერანტობისა და მშვიდობის მშენებლობის ხელშეწყობა;
5. თანამშრომლობა სხვადასხვა უნივერსიტეტებთან ან/და მათ სტრუქტურულ ერთეულებთან, სკოლებთან, ფონდებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

აქვე დავძენთ, ქ. ზუგდიდში, რუსთაველის ქ, N 89, ფუნქციონირებს ა(ა) იპ.ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრი, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან იწყებს მოსწავლე ახალგაზრდების მიღებას სასწავლო წრეებში, სადაც შეისწავლიან  საეკლესიო გალობას, ხალხურ სიმღერებსა და საკრავებს. მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ კონკურსებსა და ფესტივალებში, სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებში.

1) საეკლესიო - გალობა,
2) ფოლკლორი - ხალხური სიმღერა (საკრავები)
3) თექა,
4) ხატწერა,
5) მედავითნეობა
6) ხეზე კვეთა,
7) ჭადრაკი.
8) გიტარა.

გარდა ამისა, მოსწავლეები შეისწავლიან ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ პროგრამებს შემდეგ საგნებში:

1) ქართული ენა და ლიტერატურა,
2) მათემატიკა,
3) უცხო ენები - ინგლისური, გერმანული, რუსული.
4) ქიმია,
5) ბიოლოგია,
6) გეოგრაფია,
7) ისტორია.
ფასი შეთანხმებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
  T 599 16 00 80 გიორგი ფიფია.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

პედაგოგებმა მოისმინეს ინფორმაცია ჰაბის საქმიანობის, განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო შესაძლებლობების შესახებ

მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, სკოლის I-XII კლასების მოსწავლეებმა სკოლის დერეფანში განსათავსებლად დაამზადეს მისალოცი პოსტერი
 
პირველკლასელები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას -„ჩემი პირველი ნერგი“ დიდი სიხარულით შეუერთდნენ
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება