| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყვარლის მუნიციპალიტეტის, მთისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეები სკოლის ეზოს გამწვანების აქციაში მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, აქციაში 16 მოსწავლე ჩაერთო, რომლებსაც შესაძლებლობა მიეცათ, წვლილი შეეტანათ სკოლის გარემოს გაუმჯობესებაში. თითოეულმა მოსწავლემ თავისი სახელობის „სიცოცხლის ხე“ დარგო, რომლის გაზრდაზე მომავალში თვითონვე იზრუნებენ.
მოსწავლეებმა ისწავლეს, როგორ ხდება ხის ნერგის დარგვის პროცესი, მისი მოვლა, როგორ მოუფრთხილდნენ ხეს, მცენერეებს, ტყეს.
სკოლა ხის დარგვის გამოწვევის საერთაშორისო პროექტში-„ENO“ ჩაერთო, რომლის ფარგლებშიც სკოლა მსოფლიო გამწვანების რუკაზე მოინიშნება.
„ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ აქციაში მონაწილეობა, რომელიც ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოსწავლეებში ცნობიერების გაზრდა ადრეული ასაკიდანვე, რათა მათ გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობა გაიაზრონ და თავიანთი წილი პასუხისმგებლობა იგრძნონ ეკოლოგიაზე“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა