სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალხიზის საჯარო სკოლას 31 წლის გმირის ოლეგ ჭონიშვილის სახელი მიენიჭა
27-09-2019
-
+


გორის მუნიციპალიტეტის ახალხიზის (ბეთლემის) საჯარო სკოლას ოლეგ ჭონიშვილის სახელი მიენიჭა.

31 წლის გმირი მშობლიურ სკოლაში მასწავლებლებმა გაიხსენეს:

„ის ყოველთვის 31 წლისად დარჩება. ჩვენი დროის გმირი-ოლეგ ჭონიშვილს, რომ ეცოცხლა, ალბათ სხვებივით იშრომებდა, ხეებს დარგავდა, კიდევ რამდენიმე შვილს იყოლიებდა, დედ-მამას სიბერეს გაუადვილებდა, დებს ბურჯად დაუდგებოდა, სტუმარს დახვდებოდა, ღვინოსაც დაწურავდა და სოფელსაც ააშენებდა...მაგრამ რიგითობა მისი ხვედრი ვერ იქნებოდა. იკითხავენ მავანნი, - რატომო? და პასუხი ჩვენა გვაქვს, მის მასწავლებლებლებს...

მუდამ ფანჯარასთან იჯდა, მეორე მერხზე, ტანით პატარა, უშველებელი სუფთა მწვანე თვალებით, რომლებიც, როცა ცელქობაზე ვუბრაზდებოდით, ისეთი მზერით ენისლებოდა, რომ დასჯის სურვილს გიქრობდა, ხოლო ლიტერატურის გაკვეთილზე  ცრემლებად იღვრებოდა ნოდარ დუმბაძის იანგულის სიკვდილის გამო... ტანით პატარა ჩაგვრას არ  ეპუებოდა, უსამართლობას ვერ იტანდა და გოგონებს ყოველთვის იცავდა, თუნდაც გალახულიყო, - ეს ალბათ უფრო იმიტომ, რომ თვითონაც ორი დის უფროსი ძმა იყო... ის არ იყო ,,ჩვეულებრივი“ ბიჭი, ბევრი გეგულებათ მოხუცები და ბავშვები რომ ყველაზე ძალიან უყვარდეს? მას კი შეეძლო საათობით გაერთო უბნის პატარები, ან პატარა ბავშვივით დასაქმებოდა მოხუცებს (ეს უკვე რა თქმა უნდა დიდობაში). მეზობლებისათვის დამხმარე და უღალატო ყოფილიყო. სწორედ ასეთებისგან იზრდებიან გმირები.

ნადირობა უყვარდა, საკუთარი ხელით გააშენა ატმის ბაღი, სიყვარულიც არაჩვეულებრივი ჰქონდა, 5 წელი უყვარდა მომავალი მეუღლე... ბევრი ახალგაზრდა გეგულებათ ხელებდაკოჟრილი პირდაპირი გაგებით? - ის კი ასეთი იყო, არაჩვეულებრივი. ჭიდაობაზე დადიოდა და მიღწევებიც ჰქონდა, მაგრამ ავადსახსენებელმა 90-იანებმა ვინ იცის როგორი პერსპექტიული ჩემპიონი დაუკარგა მისი სახით ჩვენ ქვეყანას... ვაჟკაცურ ბუნებას მაინც თავისი გაჰქონდა, ამიტომაც მისი შესაფერი სამსახურიც იპოვა, ჯერ გორის სახანძრო სამსახურში მუშაობდა, შემდგომ კი ჯარისკაცობის ხვედრს ეზიარა, გული კი მაინც ისეთი მგრძნობიარე შერჩა, რომ ვერაფრით შეეგუა დების წასვლას სასწავლებლად საზღვარგარეთ, მათ არყოფნას განიცდიდა და ყოველი დარეკვისას ეხვეწებოდა დაბრუნებას... სამწუხაროდ, სწორედ ასეთები ეწირებიან ომს, რადგან უკანდახევა და ღალატი მათთვის ზედმეტი ცნებებია,მტერს შეაკვდებიან და დასაცავს დაიცავენ. ოლეგმაც უკან არ დაიხია, საკუთარი სისხლისა და სიცოცხლის ფასად დაგვიცვა ჩვენ, ყველანი...

2008 წლის აგვისტოს ომის პირველივე დღეს დაიღუპა ცხინვალში, სატანკო ბრძოლისას. მემიზნე ოპერატორი იყო და ბოლომდე გმირულად იბრძოდა, სანამ ტანკს ცეცხლი მოედებოდა. მხოლოდ თებერვალში, დნმის საშუალებით დადგინდა მისი წამებული ცხედრის იდენტურობა.

დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ერთი მისი საფლავიცაა, რომლის გულმკერდზეც ია -ვარდი ყვავის, მაგრამ ასმაგად საამაყო გვაქვს, რომ მის ყოფილ სკოლას, სოფელ ბეთლემში წელს, სექტემბრიდან ოლეგ ჭონიშვილის სახელი მიენიჭა. ამ გადაწყვეტილების მიღებაში დიდი წვლილი მიუძღვის საკრებულოს დეპუტატ მანუჩარ ლაფაჩს, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას და გორის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ თემურ ხუბულურს. თერთმეტი წელი გავიდა ოლეგ ჭონიშვილის გმირული სიკვდილის შემდგომ, ვიღაცამ შეიძლება სკოლისათვის სახელის მინიჭების ფაქტი დაგვიანებულადაც კი მიიჩნიოს, მაგრამ ასეთი  მოვლენა არასოდესაა გვიან, რადგან ეს ყველაფერი ცოცხლებს გვჭირდება, დედ-მამას (მანანა მდინარაძესა და საბა ჭონიშვილს), რომლებიც აგრძელებენ სიცოცხლეს და ოლეგის ერთადერთ ქალიშვილ ელენიკოს შეჰხარიან, დებს, ოჯახს, ახლობლებს, მეზობლებს, სოფელს, მასწავლებლებს და ყველაზე მეტად ბავშვებს, რომლებიც დღეს ოლეგ  ჭონიშვილის მერხზე ზიან, მის ქუჩასა და სკოლაში დაიარებიან და ნამდვილ ღირებულებებს საკუთარი თვალითა და გულით აფასებენ.ცხოვრება გრძელდება...სკოლის ახალი აბრა  ოლეგის გოგონამ გახსნა და წელს პირველი ზარიც მან დაგვირეკა, მისი უშველებელი მწვანე თვალებით  კი თითქოს ჩვენი გმირი გვეფერებოდა და გვიცინოდა ყველას...

გუშინწინ ოლეგის ქუჩაზე ჩავიარე, სახლის წინ გამართული ტალავერის წინ გმირის შავოსანი დედა -მამა მოკრეფილ ყურძენს არჩევდა, ტალავერს კი ჩემი მოსწავლეები შესეოდნენ და მხიარული შეძახილებით კრეფდნენ“, - წერს სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნონა პაპიძე.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

5 პოპულარული პროფესიულ პროგრამა, სადაც ყველაზე მეტი სტუდენტი აბარებს

კარიერული განვიტარების მსურველმა პედაგოგებმა ტრენინგები უნდა გაიარონ

„ეროვნულებზე საგანში გადასალახი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი“ ცნობილია - ბრძანება პროფესიულ პროგრმებზე სტუდენტთა მიღებას ეხება 

„სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნისა და შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს“

თუ უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა გადააჭარბებს გამოცხადებულ ლიმიტს, ეს ადგილები უმაღლეს მომავალ წელს დააკლდება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს თბილისის N141 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი​ ნინო თოფურია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ დაწყებითი კლასების მასწავლებელი სალომე ქაჯაია პასუხობს

სკოლები

კინოჩვენების მიზანია - მოსწავლე გაეცნოს ნიკო ფიროსმანის რთულ, ცხოვრებას და მოღვაწეობას, თავგადასავალს

გაკვეთილი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნაწყვეტი მოთხრობიდან - „ნამწყემსარის მოგონებანი“

საინტერესო

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

დაწყებითი საფეხურის მოსწავლების ნაწილი სახელმძღვანელოს გადაფურცვლას „სქროლვით“ ცდილობს - კვლევა ბრიტანეთში 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება