სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

განახლებული თერჯოლის N2 საჯარო სკოლა საზეიმოდ გაიხსნა
25-09-2019
-
+


თერჯოლის N2 საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს მრავალი მნიშვნელოვანი სიახლით ხვდება. 

სკოლას ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს / MCA Georgia დაფინანსებით სრული რებილიტაცია ჩაუტარდა.

განახლებული სკოლა 16 სექტემბერს სკოლის კურსდამთავრებულებმა ანა ქოჩიაშვილმა და დავით კაკოიშვილმა საზეიმოდ გახსნეს. სკოლამ, რუსუდან უსუფაშვილის ხელმძღვანელობით, ბევრ სტუმარს უმასპინძლა.

სკოლა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მადლობას უხდის, რომ სკოლის თითოეულ მოსწავლეს საშუალება მიეცა ისწავლოს 21-ე საუკუნის სკოლაში. 

„გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვთ, რომ ამ სკოლაში სწავლა მოსწავლისთვის არის შანსი და საშუალება იმისა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ბოლომდე აღჭურვილ საბუნებისმეტყველო, მუსკისა და ხელოვნების თუ კომპიუტერულ ლაბორატორიაში მუშაობით, პროფესიონალი პედაგოგების დახმარებით, მიიღოს თანამედროვე განათლება.

თერჯოლის N2 საჯარო სკოლა სრულადაა რეაბილიტირებული ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს / MCA Georgia დაფინანსებით, რისთვისაც დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ამ ფონდს და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. მათ საშუალება მისცეს ამ სკოლის თითოეულ მოსწავლეს ესწავლა 21-ე საუკუნის სკოლაში, რომელიც ინფრასტრუქტურულად სრულად გამართულია, გარდა კაბინეტ-ლაბორატორიებისა, სკოლაში არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკლასო ოთახები, სპორტდარბაზი, შშმ მოსწავლეთათვის ადაპტირებული კაბინეტები.

2019 წლის 16 სექტემბერს მეორე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ანა ქოჩიაშვილმა და დავით კაკოიშვილმა საზეიმოდ გახსნეს განახლებული სკოლა. თერჯოლის N2 საჯარო სკოლამ რუსუდან უსუფაშვილის ხელმძღვანელობით ბევრ სტუმარს უმასპინძლა, ღონისძიება დატვირთული იყო ემოციებით, დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ისაუბრეს სკოლის ყოფილ დირექტორებზე: სიმონ გაბრიჭიძეზე, ნარგიზ ცქიფურიშვილსა და ია რობაქიძეზე, სკოლაში მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ და ენახათ სკოლის წარსული და დღევანდელობა.

ღონისძიებას ესწრებოდა თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი, ელგუჯა გოცირიძე, მან სკოლას სამახსოვროდ ძვირფასი „ვეფხისტყაოსანი“ გადასცა სიმბოლოდ განათლების სიყვარულისა. საზეიმო ღონისძიებაზე ცნობილი გახდა, რომ მან თერჯოლის მუნიციპალიტეტის 4 სკოლის 5 მოსწავლეს სტიპენდია დაუნიშნა, ესენი არიან:
1. თამთა გოგიაშვილი -  თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ რუფოთის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე;
2. ლუკა ბუცხრიკიძე - თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე;
3. ნათია ქემოკლიძე - დავით კლდიაშვილის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე;
4. ლუკა მაკარიძე - თრჯოლის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე;
5. ნატა კახიძე - თერჯოლის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე.
თითოეული მათგანი გამორჩეული მოსწავლეა და ნამდვილად იმსახურებდა ამ ჯილდოს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ნინო ჯანელიძე, საკრებულოს წევრები, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, მანუჩარ ფანჩულიძე, მერიის თანამშრომლები, საზოგადოების წარმომადგენლები, მოსწავლეთა მშობლები, სკოლის ყოფილი მოსწავლეები.

ბევრი იყო ამაღელვებელი მომენტი, ღონისძიებას დაესწრო თერჯოლის N2 საჯარო სკოლის პირველი დირექტორის,  სიმონ გაბრიჭიძეს ვაჟი,ბაჩუკი, სკოლის ყოფილი დირექტორი, ია რობაქიძე, აქვე იყვნენ სკოლის ყოფილი პედაგოგები: დალი სარალიძე, ლარისა წერეთელი, ეთერი თურქაძე, იუზა კირკიტაძე, მაკა დევიძე.

გვინდა მადლობა გადავუხადოთ თითოეულ მოსულ სტუმარს და სკოლის გულშემატკივარს, ანსამბლ ,,მასპინძელოს“ და მის ლოტბარს, ქალბატონ ინეზა ბუცხრიკიძეს.

წლევანდელი სასწავლო წელი შინაარსიანი, შედეგიანი და დატვირთული იქნება სკოლის თითოეული მოსწავლისთვის. სკოლა მოსწავლეებს, მშობლებს და საზოგადოებას ბევრ მნიშვნელოვან სიახლეს შესთავაზებს“, -აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სხვა უმაღლესში გადასვლას მხოლოდ ეროვნულების ჩაბარების შემდეგ შეძლებთ - რომელ სტუდენტებს ეხება მინისტრის გადაწყვეტილება

ფიზიკის ტესტები და შედეგების გამოქვეყნების ვადები - ეროვნულები 2026

სამაგისტროს გამოცდაზე 17% არ მივიდა, ხოლო მასწავლებლის გამოცდაზე - 18% - NAEC 

პროგრამაში პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

მასწავლებლის ხელფასი განისაზღვრება სტატუსის მიხედვით 2821 ლარი, 3074 ლარი და 3527 ლარი

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

მასწავლებლის ხელფასი განისაზღვრება სტატუსის მიხედვით 2821 ლარი, 3074 ლარი და 3527 ლარი

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

 

 

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის უკეთ გაცნობა
 
თბილისის N141 საჯარო სკოლა ახალგაზრდა სპორტსმენებს მიღწეულ წარმატებას ულოცავს
 
VII კლასელებმა ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, ალავერდის ტაძარი და გრემის კომპლექსი მოინახულეს.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება