სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ინგირის N2 საჯარო სკოლა სასწავლო წელს სრულად რეაბილიტირებულ სასწავლო კორპუსში შეხვდა
25-09-2019
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ინგირის N2 საჯარო სკოლა 2019-2020 სასწავლო წელს სრულად რეაბილიტირებულ სასწავლო კორპუსში შეხვდა.

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სკოლაში ღონისძიება გაიმართა. სკოლის დირექტორმა პედაგოგებს და მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.

ღონისძიებაზე სიგელებით დაჯილდოვდნენ წარჩინებული მოსწავლეები.  განსაკუთრებით კი პირველკლასელებმა გაიხარეს, რომლებმაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან საჩუქრად განახლებული კომპიუტერები და „დედა ენა“ მიიღეს. უფროსკლასელებმა კი სკოლის ეზოში ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.

სკოლის ადმინისტაციის წევრები და პედაგოგები მოსწავლეებს სწავლის დაწყებას ულოცავენ. 

„ინგირის N2 საჯარო სკოლის ადმინისტაცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს მოსწავლეებს და განსაკუთრებით პირელკლასელებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას. უსურვებს წარმატებებს და ნაყოფიერ სასწავლო წელს. იმედია ეს წელი და „ახალი სკოლის მოდელი“ თითოეული ჩვენთაგანისთვის წარმატებების მომტანი იქნება“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება