TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკში მონაწილეობდა
23-09-2019
-
+


ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე მარიკა ცინცაძე ბათუმში გამართულ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკში მონაწილეობდა.

ბანაკში მთელი საქართველოდან კონკურსის საფუძველზე შერჩეული სხვადასხვა საჯარო სკოლის 100 მოსწავლე ჩაერთო. ბანაკი ბათუმში, ქართულ-ამერიკული სკოლის ბაზაზე, ჩატარდა.

ბანაკის მონაწილეები 7 დღის განმავლობაში საბუნებისმეტყველო და ტექნიკური მეცნიერებების აქტუალურ საკითხებს გაეცნენ და ტექნოლოგიებსა და მეწარმეობაში საწყისი ცოდნა მიიღეს, რაც მათ შემდგომში დაეხმარებათ STEM მიმართულებით კარიერის შერჩევაში.

7 დღის განმავლობაში მოსწავლეები:

  • მუშაობდნენ არდუინოსა და პროგრამირებაზე
  • მოისმინეს სამეცნიერო-პოპულარული ლექციები ხელოვნურ ინტელექტზე, რობოტიქსზე, ბიოქიმიასა და ასტროფიზიკაზე
  •  გაეცნენ სამეწარმეო და სტარტაპ მიდგომებს თანამედროვე ტექნოლოგიებში
  •  ჩაატარეს სახალისო სამეცნიერო ექსპერიმენტები
  •  მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა საინჟინრო შეჯიბრში
ინოვაციების და ტექნოლოგიების ბანაკის ორგანიზატორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, მსოფლიო ბანკის ,,ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის“ პროექტის ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პარტნიორ ორგანიზაციებთან, „ჯეოლაბთან“, „ედისონთან“, ინოვაციების მხარდაჭერის ფონდთან და ოლდრიჯის მეწარმეობის ინსტიტუტთან ერთად.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება