სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლამ საპენსიო ჯილდოზე გასული ღვაწლმოსილი პედაგოგები სკოლიდან პატივით გააცილა
20-09-2019
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლამ ორი ღვაწლმოსილი პედაგოგი, რომლებმაც წელს  საპენსიო ჯილდო მიიღეს და სკოლა დატოვეს, საპატიოდ გააცილა.

 „...დიდებული ადამიანები ქმნიან ეპოქას.... დრო თვითონ არქმევს სახელს, ვინ როგორ იღწვის ქვეყნისა და ხალხის სამსახურში.
ისინი წყნარად, მშვიდად აკეთებენ თავიანთ საქმეს და მის შეფასებას შთამომავლობას ანდობენ... არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც იმიტომ ცოცხლობენ, რომ მათ მიერ ანთებული სანთელი არ ჩაქრეს და დიდხანს ენთოს სხვების გზის გასაკვალად...
დააფასო მათი საქმე ისე, როგორც ისინი იმსახურებენ ცოტაა, რადგან ადვილად ვერ შეძლებ ამას.

ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია მოკრძალებული მადლობა გადავუხადოთ მათ მიერ გაკეთებული საქმის გამო. დღეს განახლების საჯარო სკოლაში მეცადინეობა ამ ორი დიდებული ადამიანის გარეშე დავიწყეთ.... მთავრობამ დააფასა მათი ღვაწლი. მადლობა მათ ამ დადგენილებისათვის. თქვენ თქვენი მისია წარმატებით შეასრულეთ. ჩვენ ისღა დაგვრჩენია თქვენს გაკვალულ გზაზე ღირსეულად ვიაროთ! ამაყად შეგიძლიათ იყოთ, რადგანაც თქვენ ჩვენი ცოცხლად ქცეული ლეგენდები ხართ!!!! ჯანმრთელად იცხოვრეთ მერი მასწავლებელო, თქვენს მონაგართან ერთად!

ოთარ მასწავლებელო, თქვენს წინაშე ვალში ვართ. კაცურკაცობის და ადამიანობის ვალში.დიდება გმირებს, თქვენს სახელს, თქვენს ღირსებას!!!!

ღრმა პატივისცემით განახლების საჯარო სკოლის დირექტორი, ადმინისტრაცია, პედაგოგიური კოლექტივი, მოსწავლეები და მშობლები“, - აღნიშნულია სკოლის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ღვაწლმოსილმა პედაგოგებმა მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. სკოლამ ისინი დაასაჩუქრა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება