TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფოთის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმო განწყობით დაიწო
18-09-2019
-
+


ახალი სასწავლო წელი ფოთის N1 საჯარო სკოლაში საზეიმო განწყობით დაიწყო.

„სასწავლო წლის დასაწყისი ყოველთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა და განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს ამ დღისადმი. პირველ დღეს ერთიანდება მასწავლებლის უდიდესი ენერგია, მოსწავლის განწყობა და მშობლის მოლოდინი. სწორედ ამ ერთიანობით დაიწყო ახალი, 2019-2020 სასწავლო წელი ჩვენს სკოლაში.

ქალაქის ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზებით, წელს სკოლაში განხორციელდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები: მთლიანად გამოიცვალა სახურავი, სველი წერტილები მოეწყო შენობაში. კვლავ გრძელდება პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“.

ტრადიციულად, ჩატარდა საზეიმო ხაზი, სადაც დასახელდნენ და სიგელებით დაჯილდოვდნენ 2018-2019 სასწავლო წლის წარჩინებული და წარმატებული მოსწავლეები. „წლის საუკეთესო მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებისათვის ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ: ლუკა აროსია (I საფეხური), საბა როგავა (II საფეხური), გეგა კარანაძე (III საფეხური).

საზეიმო ხაზი დასრულდა ეროვნული ჰიმნით, რომელიც შეასრულეს „ფლექსის" პროგრამის წარმატებულმა მონაწილემ, მე-12 კლასის წარჩინებულმა მოსწავლემ არჩილ გვასალიამ და სკოლასთან არსებულმა გუნდმა“, - აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

სკოლაში იმყოფებოდნენ საპატიო სტუმრები: სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია,  ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია, მერის პირველი მოადგილე კოტე თოფურია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და რესურსცენტრის წარმომადგენლები.

სკოლის დირექცია წარმატებულ და შემოქმედებით სასწავლო წელს უსურვებს მოსწავლეებსა და პედაგოგებს.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება